ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი იხურება
1 ივლისიდან საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ფუნქციონირებას შეწყვეტს. ინფორმაციას ცენტრის იმერეთის რეგიონალური წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე ავრცელებს .
მარიკა ვაჭარაძე ერთ-ერთია საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლებს შორის,რომლებმაც საჯაროდ გამოხატეს უკმაყოფილება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით და ხელი მოაწერეს საპროტესტო განცხადებას.
,, სულ რამდენიმე კვირა გახდა საჭირო "შერწყმიდან" "ლიკვიდაციამდე" და ამას აკეთებს ის ხელისუფლება, რომელსაც 8 თვის წინ "ღირსებით" მივყავდით ევროპისკენ. პარადოქსია არა? მეტიც, და ეს ხდება, მაშინ, როცა კონსტიტუციის 78-ე მუხლი ხელისუფლებას ავალებს "კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსოლებუს ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა, ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციუს უზრუნველსაყოფად!" ალბათ, საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ ქონდეთ პარლამენტში ამ მუხლსაც ამოიღებდნენ...
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
