სტამბოლში 2 ივნისს გასამართ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.
მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელობით, დაახლოებით ხუთთვიანი მუშაობის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთავარი მრჩევლის თანამდებობას ტოვებს.
სამხრეთ კორეაში კატასტროფა განიცადა სამხედრო-საზღვარო ძალების თვითმფრინავმა, რომელშიც 4 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ამოქმედება დაბლოკა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 მაისს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო მოსკოვის ოლქში. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა დედაქალაქზე უკრაინული დრონებით შეტევის მცდელობას იგერიებს.
რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მიიტანეს უკრაინის ხარკოვის ოლქზე.