"უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა - ვიყო ქალაქ ქუთაისის არჩეული მერი" - დავით ერემეიშვილი
ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა - ვიყო ქალაქ ქუთაისის არჩეული მერი.
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად წარადგინა ყველა ის კანდიდატი, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებად უნდა იქნენ არჩეული.
ქვეყნის მმართველი გუნდის ნდობა არა მხოლოდ ჩემი, არამედ ქუთაისელთა ნდობის და პატივისცემის გამოხატულებაა და მადლობელი ვარ ამ ნდობისთვის!
6 წელია ვემსახურები ქუთაისს და ქუთაისელებს, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ვიცი, რას ნიშნავს იყო ამ მართლაც განსაკუთრებული ქალაქის პირველი პირი - რთულია, მაგრამ საამაყო და ეს პასუხისმგებლობა ორმაგდება, როცა თანაქალაქელთა ნებით და არჩევანით ხდები ქალაქის მერი.
ამ წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, ქუთაისში უამრავი პროექტი და პროგრამა განვახორციელეთ და კიდევ უფრო მეტი გვაქვს დაგეგმილი. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ჩვენს ქალაქში უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები იქცა რეალობად და ამას ხედავს ჩვენი მოსახლეობა.
მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვაკეთე ყველაფერი ქუთაისის წინსვლისა და განვითარებისთვის.
მჯერა, ამ საარჩევნო მარათონსაც წარმატებით გავივლით თქვენთან ერთად და ღირსეულად გავიმარჯვებთ!
მშვიდობა საქართველოს!
მეტი განვითარება ქუთაისს!"- წერს დავით ერემეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები წარადგინა. მერობის კანდიდატები პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
სიახლეები
- თურქეთის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საზოგადოების ნაწილი პოპულარული სერიალების დახურვას ითხოვს
- თოვლის კაცი თუ ფენიქსი? — ნახეთ, რომელი ზებუნებრივი ენერგია მართავს თქვენს ბედს
- გასაოცარი ტექსტურა და დაუვიწყარი გემო - ნიგვზიანი აწეწილი ბადრიჯანი
- "გავიდეთ “ფეისბუქიდან” და ტელესტუდიებიდან აქტიური მოქმედების ველზე, სხვა არანაირი გზა არ არსებობს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ცოტა ღიმილისმომგვრელია ოპოზიციურ ფლანგზე “დაპირისპირება” არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით" - ელენე ხოშტარია
