ნოემბერი 26 2021 წაკითხვა 421 ჯერ

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე უძოს მთაზე მდებარე ტაძარში მომხდარს ეხმაურება:

ნოემბერი 23 2021 წაკითხვა 387 ჯერ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების ტაძარში წირვა აღავლინდა. მან ქადაგებისას ცოდვებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ცოდვა არ ჩაუდენია, მაგრამ "სინანული ასწორებს ადამიანს".

ნოემბერი 23 2021 წაკითხვა 417 ჯერ

მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესიაში წირვა ჩატარდება.

 

23 ნოემბერს, ასევე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის დღესასწაულია, რომელიც 2004 წლის 23 ნოემბერს აკურთხეს. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღვთიმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

 

რელიგიური სწავლების თანახმად, წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

 

რელიგიური ლიტერატურის მიხედვით, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

 

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

 

23 ნოემბერი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.

ნოემბერი 16 2021 წაკითხვა 403 ჯერ

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას თქვა, რომ საზოგადოების გულები ურთიერთ სიძულვილს, აუტანლობასა და შურისძიების წყურვილს აქვს დაპყრობილი.

ნოემბერი 14 2021 წაკითხვა 475 ჯერ

გელათის ღვთისმშობლის მიძინების სახელობოს ტაძარი მომლოცველებისა და ვიზიტორთათვის კვლავ დაკეტილია.

ნოემბერი 11 2021 წაკითხვა 412 ჯერ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გელა ჩარკვიანის ოჯახს უსამძიმრებს. 

გვერდი 14 სულ 31
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.