მომავალი წლიდან ავტომობილების ტექდათვალიერების კრიტერიუმები გამკაცრდება

“საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილებიდან ტექნიკური დათვალიერება ნახევარმა ცოტა მეტმა გაიაირა. პროცესის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქართველოში რეგისტრირებული 1 300 000 მეტი მანქანიდან თითქმის ნახევარი საერთოდ არ გამოცხადებულა ინსპექტირების ცენტრებში.

გამოდის, რომ საკმაოდ დიდმა ნაწილმა, უბრალოდ, თავი აარიდა ტექდათვალიერების პროცესს და პარალელურად უამრავი რეგისტრირებული მანქანა, უბრალოდ, ჯართია. ტექინსპექტირება ავტომობილების წელიწადში ორჯერ შემოწმებას ითვალისწინებს, მაგრამ აშკარაა, რომ მათი უმეტესობა ხშირად პირველად დათვალიერებასაც კი ვერ გადის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მომავალი წლიდან ავტომობილების ტექდათვალიერების კრიტერიუმები გამკაცრდება / “მძღოლები კონკრეტული დღისთვის ემზადებიან, ქირაობენ საბურავებს, კატალიზატორს, საქარე მინებსაც კი”.

 

“მანქანების ნაწილში, რომელთაც ტექდათვალიერებისთვის ცენტრებს მიმართეს, განმეორებითი ინსპექტირების დროს, ზოგის შემთხვევაში ხარვეზი გამოსწორებულია, ზოგის შემთხვევაში კი - არა. მართალია, ავტომობილებს აქვთ პრობლემები და მოსაწესრიგებელია, თუმცა საგულისხმოა, რომ თავად სფეროც მოუწესრიგებელია. როგორც დარგის სპეციალისტი, ვაჟა იორდანაშვილი აღნიშნავს, ტექინსპექტირების მოთხოვნდები ისედაც მკაცრია, მომავალი წლიდან კი, გამონაბოლქვის კონტროლის კომპონენტი გამკაცრდება და ასევე მოთხოვნილი იქნება, რომ კატალიზატორმა გამართულად იმუშაოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“აპრილის და მაისის თვეეში მიმართვიანობა ცენტრებში საგრძნობლად შემცირებულია. შარშან, პანდემიის პირობებში, 21 ივლისამდე ინსპექტირების ვადა გადავადდა. შესაბამისად, ავტომობილებმა დათვალიება გაიარეს ივლისის შემდეგ. ფაქტობრივად, ახლა, ვისაც ტექინსპექტირების გავლა უწევდა, ძალიან ცოტაა მათი რიცხვი, რადგან შარშან ხომ ვადამ გადაიწია. შეიძლება ითქვას, მხოლოდ ახალრეგისტრირებული ავტომობილები მიდიან. აქედან გამომდინარე, მიმართვიანობა მკვეთრად არის შემცირებული. ამ ეტაპზე მოთხოვნები ისედაც საკმარისად მკაცრია. 2022 წელს კი დამატებით, გამონაბოლქვის კონტროლი მკაცრდება და მოთხოვნილიიქნება კატალიზური კონვერტორის გამართული მუშაობა, შესაბამისად, მომავალი წლიდან ტექინსპექტირების გავლა საკმაოდ გართულდება. განმეორებითი ინსპექტირების დროს, როგორც წესი, ავტომობილი გამართულია. როდესაც პირველი შემოწმების დროს, მანქანა ხარვეზდება, შემდეგ შემოწმებაზე უკვე გამოსწორებული ხარვეზით მოდიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვაჟა იორდანაშვილი.

 

“კატალიზატორი, საბურავები, საქარე მინები, სამუხრუჭე სისტემა, ფარები - ეს დეტალების ის მცირე ჩამონათვალია, რაც სავალდებულო ტექდათვალიერებამდე მძღოლს წესრიგში უნდა ჰქონდეს. მომავალი წლიდან კი, ინსპექტირებაში ცვლილება შედის და ავტომობილების დათვალიერებისას გავლისას დამატებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ. კოალიცია “საზოგადოებრივი ინიციატივას” წარმომადგენელი, ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ ტექნიკური ინსპექტირება მხოლოდ ფორმალურად არსებობს და მძღოლები შემოწმებისთვის სხვაგვარად ემზადებიან”, - დასძენს გამოცემა.

 

“ჩვენ, სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები წლებია ვაწარმოებით ადვოკატირებას, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების რეფორმის საჭიროებიდან გამომდინარე, რომ ქვეყნააში აღდგენილიყო ინსპექტირება. ერთი მხრივ, ეს იყო გამოწვეული ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკურულების ვალდებულებებით და მეორე მხრივ, იმით, რომ ქვეყანაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა საგზაო მოძრაობის უსაფრთხეობის კუთხით. სამწუხაროდ, ევროპის მასშტაბით ვართ მოწინავე სახელმწიფო გზებზე სიკვდილიანობით და ასევე ეკოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ძალიან ცუდია. ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ტექდათვალიერება შესულიყო ძალაში, თუმცა, სამწუხაროდ, ცუდი შედეგი მივიღეთ”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვასო ურუშაძე.

 

“საქმე ისაა, რომ ხელისუფლებამ ეს შესაძებლობა ზედაპირულად აიღო და გაატარა ზედაპირული რეფორმა, რომელიც არ იყო სიღმირეული, კონკრეტულ გათვლებზე და ანლიზზე დაფუძნებული. შესაბამისად, ვერ გაუმჯობესდა მდგომარეობა, ვერც საგზაო უსაფრთხეობის და ვერც ეკოლოგიური მიმართულებით. რადგან ტექნიკური ინსპექტირება პერიოდულია, მძღოლები კონკრეტული დღისთვის ემზადებიან. ქირაობენ საბურავებს, კატალიზატორს, საქარე მინებსაც კი. ანუ, ტექინსპექტირება არააფექტურია, რაც განპირობებული სახელმწიფოს მხრიდან ზედაპირული დამოკიდებულებით. სახეზეა ფორმალური ტექინსპექტირება, რომელიც რეალობას არ ცვლის, ფორმალურად არსებობს. მძღოლები ერთი დღისთვის აწესრიგებენ ავტომობილებს. ამაში იხდიან კონკრეტულ გადასახადს. საბოლოო ჯამში კი, მდგომარეობა არ იცვლება“, - დაასკვნის ვასო ურუშაძე.

წაკითხვა 423 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.