როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
13 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი თოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს.
10-11 იანვარს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით +13, +18 გრადუსამდე გათბება.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით +8, +13 გრადუსი იქნება.
თბილისში 10-11 იანვარს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 10-12 იანვარს +11, +13 გრადუსი იქნება, ხოლო 13 იანვრიდან აცივდება, მოსალოდნელია ნალექი და ძლიერი ქარი.
სიახლეები
- "ღრმად დამწუხრებული ვარ სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო, სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს"
- "ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა" - APA
- “აფხაზეთში არ ყოფილა შემთხვევა ქართველის მკვლელობისთვის ვინმე დასჯილიყო”
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 ნოემბრისთვის
- "სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი" - შსს
