7 რჩევა მოზარდის მშობელს
რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ გარდატეხის ასაკი მოზარდმაც და მისმა ახლობლებმაც მშვიდობიანად გადაიტანონ? რადიო თავისუფლებას ამ თემაზე ბავშვთა ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე ესაუბრა.
1. გაითვალისწინეთ, გარდატეხის ასაკი შეიცვალა
ადრე ითვლებოდა, რომ გარდატეხის ასაკი 13-16 წელი იყო, ახლა უკვე 10-21 წელს ასახელებენ. ქვედა ზღვარმა სქესობრივი მომწიფების დაჩქარებისა და ტექნოლოგიური პროგრესის გამო დაიწია, ზედა ზღვარი კი განათლების ხანგძლივობამ გაზარდა. დღეს სტუდენტი ბაკალავრიატს, დაახლოებით, 21 წლის ასაკში ამთავრებს.
2. მოზარდი ხდება ფეთქებადი და აგრესიული
ასაკში მოზარდი ძალიან მგრძნობიარეა, რაც ფიზიოლოგიური პროცესებით არის გამოწვეული. მას აქვს აღიარების მოთხოვნილება. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყვნენ სხვა ბავშვებთან ერთად. მოზარდი მიდრეკილი ხდება სარისკო ქმედებებისკენ, არ ჩერდება სახლში. მშობლის პასუხისმგებლობაა,რომ მას ამ დროს ახალი რეალობის მართვა ასწავლოს.
3. არ მიიღოთ უხეშობა პირად წყენად
უხეშობაც ასაკის ბრალია, მოზარდი ცდილობს თავი დაიმკვიდროს. თუ მის თვალში ავტორიტეტი დაკარგეთ, უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს დროებითია. ამ დროს ხშირად მოზარდის ავტორიტეტი მისი თანატოლი ხდება. რაღაც პერიოდის შემდეგ თქვენ ისევ ღირებული იქნებით.
4. არ აღზარდოთ ბავშვები...
... აღზარდეთ საკუთარი თავი, ისინი მაინც თქვენ დაგემგვანებიან, - ამბობს ანდაზა. აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ შვილთან მიმართებით ობიექტურები ხართ. მშობელმა უნდა გააცნობიეროს, რამდენად სასიკეთოამოზარდისთვის ის მოთხოვნები, რომელთაც უყენებს. მშობლებმა შვილთან ურთიერთობა ემოციებზე არ უნდა ააგონ. მშობელი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი რეაქცია შვილის საქციელზე ნამდვილად ობიექტურია.
5. მიეცით საშუალება აირჩიოს
გარკვეულწილად დამოუკიდებელი უნდა იყოს. მშობელმა ყველა შემთხვევაში უნდა მისცეს მოზარდს არჩევანის საშუალება. თუ მოზარდის ქმედება აშკარად საზიანოა, მას არგუმენტებით, შეურაცხყოფისა და მენტორული ტონის გარეშე უნდა აუხსნათ, რატომ არის მსგავსი საქციელი მიუღებელი. უნდა დაანახვოთ ნათელი გზის უპირატესობები, რამდენი რამის შექმნა შეიძლება ამ გზაზე. მოზარდებზე ეს შესანიშნავად მოქმედებს. მათ თავისთავად აქვთ „შავ-თეთრი“ აზროვნება. ამიტომ თუ კარგად დავანახვებთ განსხვავებას შავსა და თეთრს შორის, ისინი, როგორც წესი, თეთრს ირჩევენ ხოლმე.
6. ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე
შესაბამისად, სიცოცხლეზეც, გზებზე, თავიანთ ადგილზე ამ ცხოვრებაში, იმაზე, თუ როგორ მოიპოვონ უკვდავება - დესტრუქციული საქციელით თუ პირიქით. მშობელმა სწორედ ამ დროს უნდა შეძლოს მოზარდის ქმედებები სწორ კალაპოტში მოაქციოს.
7. მიმართეთ ფსიქოლოგს
რომ თავის ქმედებებში უფრო მეტად დარწმუნებული იყოს, კარგი იქნებოდა ფსიქოლოგისთვის მიემართა. ამისთვის აუცილებელი არ არის საქმე განსაკუთრებით მძიმე შემთხვევასთან გვქოდნეს, კონსულტაცია ყოველთვის სასარგებლოა.
სიახლეები
- "ჯერ ქარტია შექმნა, შემდეგ არ გაამართლა და წინააღმდეგობის პლატფორმა შევქმნათო, ახლა 26 მაისის კომიტეტი უნდა იყოსო, ვიღაცამ უთხრას, რომ პრეზიდენტი აღარ არის" - ზარქუა - ზურაბიშვილზე
- ირაკლი კობახიძემ ხუთი ახალი რწმუნებული დანიშნა
- "26 მაისი ჩვენია! საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს"- სალომე ზურაბიშვილი
- რუსეთი უპასუხებს უკრაინას მაისის სამდღიანი დროებითი ზავის დარღვევაზე
- "უკვე გაშიფრულია ეს სქემა, დადასტურებულად და ფაქტებით ვიცით, როგორ მოქმედებენ ნანული ჟორჟოლიანის და მისნაირი ფონდები" - ნინო წილოსანი