როგორ შეცვალა კორონავირუსმა ჩვენი ქცევის წესი - "ავტობუსში დაცემინების მეშინია, რომ ხალხს დაავადებული არ ვეგონო“
"მსოფლიო 21-ე საუკუნეში, სადაც ტექნოლოგიები ასეთი სწრაფი ტემპით ვითარდება, კორონავირუსმა კარდინალურად შეცვალა. ახალმა ვირუსმა ადამიანები აიძულა საკუთარი ცხოვრების რუტინა შეეცვალა და ის შიში ჩაუნერგა, რამაც საბოლოოდ, დაცარიელებულ ქუჩებამდე და პარალიზებულ ქალაქებამდე მიგვიყვანა. დედაქალაქში მცხოვრები მაია ჯანხოთელი "რეზონანსს" უყვება, რომ საქართველოში ახალი ვირუსის დადასტურების მეორე დღეს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაცემინებას მოერიდა იმის შიშით, რომ ვინმეს არ ეფიქრა დაინფიცირებულიაო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, როგორ შეცვალა კორონავირუსმა ჩვენი ქცევის წესი - "ავტობუსში დაცემინების მეშინია, რომ ხალხს დაავადებული არ ვეგონო“
"ზოგადად მტვერზე ალერგია მაქვს და ხშირად ეს დაცემინებით გამოიხატება. დაზაფრული და შეშინებული ვიჯექი ავტობუსში. დაცემინების სურვილი გულში ჩავიკალი იმის შიშით, რომ ვინმეს დაავადებული არ ვეგონო-მეთქი. დაცარიელებული ავტობუსით მგზავრობას რა ჯობია (იცინის,) თუმცა, გავიფიქრე, ვაითუ მძღოლიც გაიქცეს-მეთქი," - თქვა ჯანხოთელმა. რიგები სურსათის მაღაზიებში, გაყიდვიდან გამქრალი ანტისეპტიკური საშუალებები და სამედიცინო ნიღბები - საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 26 თებერვალს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ ასეთი სურათი მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ქუჩები პრაქტიკულად დაცარიელდა, დიდი ნაწილი დღეს უკვე პირბადით დადის. შეწყვეტილი სწავლა ბაღებში, სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში, ერთმანეთისგან დისტანცირებული საზოგადოება და სიტყვიერი კონტაქტის დაყარებაზე უარის თქმა, - სპეციალისტების გარკვეული ნაწილის თქმით, ადამიანებში ერთმანეთთან გაუცხოების პროცესი იწყება”, - აღნიშნავს გამოცემა.
"ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ადამიანებს ერთმანეთის სიყვარული დაუბრუნდათ. მისივე თქმით, კორონავირუსმა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე გადართულ საზოგადოებას, საკუთარ თავზე ზრუნვის აუცილებლობა შეახსენა. ციფრულმა ტექნოლოგიამ სიფრთხილის გრძნობა საერთოდ წაგვიშალა. კორონავირუსმა გაგვაფრთხილა, რომ ეკოლოგიას უფრო მეტი ყურადღება სჭირდება. ერთმანეთსაც უნდა გავუფრთხილდეთ. ადამიანს თავისი თავი დაავიწყდა. ნივთებზე და საგნებზე გადაიტანა ყურადღება. უნდა ვიფიქროთ ჩვენ ჯანმრთელობაზე, საზოგადოებრივ ურთიერთობებზე და ბუნებაზე. ტექნიკას სხვა სიკეთეებთან ერთად დიდი პრობლემები მოყვება და ეს პირველ რიგში ეკოლოგიური პრობლემაა. ადამიანები ერთმანეთთან კონტაქტს არ ერიდებიან, ისინი უბრალოდ ფრთხილობენ და ეს სიფრთხილე არის „შიში შეიქმნს სიყვარულსა." პარლამენტის კადრები ვნახე, სადაც სალომე ზურაბიშვილმა (პრეზიდენტმა) მისალმების სხვანაირი აქტი განახორციელა. ამჯერად უფრო ფრთხილად ჟურნალისტები უნდა იყვნენ. „არ არსებობს სამყაროში ცუდი, არც კარგი. ჩვენი დამოკიდებულება როგორია, იმის მიხედვით შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი. როდესაც შევძლებთ ნეგატიურის პოზიტიურით ახსნას, მაშინ ვიქნებით ის, რაც უნდა ვიყოთ, - ჭეშმარიტი ადამიანები," - განაგრძობს გამოცემა.
"გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ჟურნალისტებს კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციები მისცა: "ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ჟურნალისტები არ გახდებიან პირველი ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის წარმოებისას დაავადდნენ კორონავირუსით," - აღნიშნა მან. მისი რჩევით, ჟურნალისტებმა რესპონდენტისგან ინტერვიუ მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით უნდა აიღონ და ინტერვიუს დასრულების შემდეგ მიკროფონები გაიწმინდოს. ამასთან, ზახაშვილის რეკომენდაციით, სასურველია, თუ ღრუბლიანი მიკროფონების გამოყენება არ მოხდება. კორონავირუსის გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 2 მარტიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო, რაც 16 მარტამდე გაგრძელდება. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პროფილაქტიკის მიზნით, არდადეგების პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოები ჩატარდება”, - დასძენს გამოცემა.
"ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი - მეოთხე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 5 მარტს პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა, სამშობლოში კი კვირას დაბრუნდა. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მოგვიანებით განუვითარდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა შედარებით უფრო მძიმეა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს უთხრა, მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. მისივე ინფორმაციით, პაციენტი 44 წლის მამაკაცია, რომელიც რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ინფექციურ საავადმყოფოს კი 4 მარტს მიმართა”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი