Washington Post საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის წარმატებულ მაგალითად ასახელებს
Washington Post საქართველოს ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად ასახელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მსოფლიოს დიდი სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, მაგალითად აშშ-ს, რუსეთისა და ჩინეთისაგან განსხვავებით, ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიც საქართელო, ლებანონი, ახალი ზელანდია, კოსტა რიკა და ვიეტნამია, ეპიდემიასთან გამკლავება უკეთ გამოსდით.
ზოგიერთმა პატარა სახელმწიფომ ამ პერიოდში აღიარება მოიპოვა, ვინაიდან მსოფლიო მათ მიღწევებსა და წარმატებებს აღნიშნავს. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ დიდ სახელმწიფოებს პატარა და ნაკლებად ძლიერი ქვეყნების შესწავლა დასჭირდებათ, რათა ეპიდემიას გაუმკლავდნენ.
"მაშინ, როდესაც მეზობელ რუსეთში კორონავირუსი ბობოქრობს, საქართველო სიმშვიდის კუნძულია. ქვეყანაში, 3.75 მილიონი მოსახლით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 700-ზე დაბალია, 12 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ქებაც დაიმსახურა", - ვკითხულობთ სტატიაში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულმა შემკავებელმა ზომებმა, მათ შორის აეროპორტებში ტემპერატურის სკრინინგის დაწყებამ იანვრის ბოლოს და საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების დროულად დაწესებამ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შეჩერებას შეუწყო ხელი.
Washington Post აშშ-ში საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს ციტირებს.
„ჩვენ რთულ პერიოდში ერთად დგომას მიჩვეულები ვართ“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.
დავით ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ მისი ოფისი დაინტერესებული ამერიკელებისგან ბიზნეს და სამოგზაურო მოთხოვნებს იღებს.
სიახლეები
- ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა
- ქუთაისელი პარამკლავჭიდელი მსოფლიო ჩემპიონი მეოთხედ გახდა
- “დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ამ კვირაში ოფიციალურად აპირებს” - მედია
- 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი 27 სექტემბრიდან სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება
- “ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე, რუსულ პროექტად და „ტროას ცხენად“ დარჩა - აღიარა, რომ მზად არის, საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის მთელ პროცესს უღალატოს” - ანა წითლიძე