დეკემბერი 10 2023 წაკითხვა 535 ჯერ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დეკემბერი 08 2023 წაკითხვა 521 ჯერ

ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდა ღია პირველობა კალათბურთში, 2011-2012 წლებში დაბადებულ ვაჟ კალათბურთელთა შორის.

დეკემბერი 08 2023 წაკითხვა 425 ჯერ

გარემოს ეროვნული სააგენტო 8-11 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

დეკემბერი 08 2023 წაკითხვა 463 ჯერ

„ევროპის საშობაოდ მორთული ჯადოსნური ქალაქები“-CNN-მა 12  ევროპული ქალაქი დაასახელა, რომელთა მონახულებას მოგზაურებს შობა-ახალ წელს ურჩევს.

დეკემბერი 07 2023 წაკითხვა 535 ჯერ

ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

დეკემბერი 07 2023 წაკითხვა 559 ჯერ

ბრიანსკის სკოლის მერვეკლასელმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა. დაიღუპა მისი კლასელი, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, დაჭრილია კიდევ ოთხი მოსწავლე, ყველა მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

 

შემთხვევა ბრიანსკის მე-5 გიმნაზიაში მოხდა. რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასსის" ცნობით, სკოლის მოსწავლემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისროლა. იუწყებიან, რომ იარაღი მამამისს ეკუთვნოდა.

 

გამოცემა "7x7" სოციალურ ქსელში ადგილობრივების პოსტების მიხედვით წერს, რომ მოსწავლემ სკოლაში დააგვიანა, კლასში შესულმა კი ხუთჯერ ისროლა. მის მოტივებზე კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს. ტელეგრამის არხზე ადგილობრივები წერენ, რომ გოგო თანაკლასელების მხრიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ბულინგის მსხვერპლი. კლასელებს შორის კონფლიქტის ვერსიას განიხილავენ სამართალდამცველებიც.

 

სკოლიდან ევაკუირებული არიან მოსწავლეები და პედაგოგები, მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ. შენობა შემოსაზღვრულია და ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ, საქმე აღიძრა მკვლელობის მუხლით.

 

პოლიციამ დააკავა თავდამსხმელის მამა, რომელსაც ამჟამად კითხავენ.

გვერდი 130 სულ 722
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.