ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიცრუეა ხაზარაძის და მისი თანაპარტიელების განცხადება, თითქოს მათ აღმოაჩინეს „ტექნიკური გაუგებრობა“ და თავადვე მოახდინეს ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების ანგარიშსწორება, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა აუდიტის და ტყითსარგებლობის დეპარტამენტების თანამშრომლებმა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, სახელმწიფო ტყეში 50 კუბურ მეტრამდე წიფლის სახეობის საშეშე მერქნის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 7 508,8 ლარი შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025-ის საპრეტენზიო განაცხადების მიღება უკვე დაიწყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
92 წლის ასაკში კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა.
