ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025-ის საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025-ის საპრეტენზიო განაცხადების მიღება უკვე დაიწყო.
მათივე ცნობით, განაცხადები 6 აგვისტოს 18:00 საათამდე მიიღება.
,,იმ შემთხვევაში, თუ 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილე არ ეთანხმება შეფასებას, მას შესაძლებლობა აქვს საპრეტენზიო განაცხადით მომართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge 4 აგვისტოს 10:00 საათიდან, 6 აგვისტოს 18:00 საათამდე.
აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.
სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია
გასაჩივრების საფასურის გადახდა საჭიროა სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება განცხადების საფუძველზე). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გამოსაცდელის პირადი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
„საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით bogpay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით;
„საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
„საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი;
„საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაციით – mBank – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.
იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი უკვე გადმოგზავნილი გაქვთ და გაგიჩნდათ სურვილი დაამატოთ დავალება/დავალებები ან სხვა საგანი/საგნები, უკვე გადმოგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოთ წერილობით. გაუქმების თაობაზე უნდა მოგვმართოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მისამართზე: თბილისი, ე. მინდელის ქ. N9, რეგიონებში კი – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. გაუქმების შემდეგ განმეორებით მოგეცემათ უფლება, გააკეთოთ ახალი სააპელაციო განაცხადი აპელაციისათვის დადგენილ ვადებში.
აბიტურიენტს, რომელიც 6 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა დაუბრუნდება. ასევე თანხა სრულად დაბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
გაითვალისწინეთ, რომ აპელაციის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს”,- წერია ინფორმაციაში.
სიახლეები
- მამუკა ხაზარაძე გერმანიის ელჩისა და მისი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- “მთვარის ნიადაგიდან შესაძლებელია ჟანგბადის, წყლისა და საწვავის მიღება” - ჩინელი მეცნიერების მიგნება
- “ინდოეთს არ ადარდებს, რამდენი ადამიანი იღუპება უკრაინაში რუსეთის მიერ – ამიტომ, მნიშვნელოვნად გავზრდი ტარიფს” - ტრამპი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 აგვისტოსათვის
- “ექსტრემისტებად გადაქცეული პოლიტიკური ჯგუფები ისევ იმუქრებიან” - ვოლსკი ბოკუჩავას განცხადებაზე