საქართველოს ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის გამარჯვებულია. პარიზში გამართულ ფინალში „ბორჯღალოსნებმა“ პორტუგალიის გუნდი 36-10 დაამარცხეს და ტურნირი ზედიზედ მეშვიდედ, ჯამში კი მეთექვსმეტედ მოიგეს.
დიდი მარხვის მიზანი არის სინანული და კვლევა საკუთარი სულისა, დანახვა საკუთარი ცოდვებისა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი)სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
საქართველოს პარლამენტში დაიწყო შინაური ცხოველების შესახებ კანონპროექტის განხილვა. ეს კანონი შეეხება ყველას, ვისაც სახლში ჰყავს კატა ან ძაღლი ან რომელიმე ცხოველი მიიკედლა ეზოში.
შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა, რომელმაც გამოავლინა მეოთხედფინალური წყვილები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი.
სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.