საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.
ფოთის შესასვლელ-გასასვლელში საპოლიციო ბლოკ-პოსტები უკვე განთავსდა. ქალაქში ყველა შემომსვლელი და გამსვლელი მკაცრად გაკონტროლდება. რეგიონის რწმუნებულის თქმით, გაძლიერებული კონტროლის პირობებში, ერთ ავტომობილში 3 ადამიანის ყოფნა არის დასაშვები.
ბოდბის მონასტერში საკვირაო მსახურება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღავლინეს. წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა, გაამხნევა და უთხრა, რომ მწუხარებას სიხარული შეცვლის.
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 228 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოში ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსისგან 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული.