November 16, 2024

დღეიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის გათვალისწინებული დაფინანსება გაიზარდა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილების ფარგლებში, დღეიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა 8000 ლარით გაიზარდა.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.

 

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საბაზისო მიზნობრივი (სოციალურად დაუცველი ოჯახები 70 000 ქულამდე, პედაგოგები, სახალხო არტისტები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, თავშესაფრის ბენეფიციარები) და ვეტერანის პაკეტის მოსარგეებლეები 12 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარის ღირებულების სერვისს მიიღებენ.

 

ამასთან, გაბუნიას თქმითვე, ასაკობრივი პაკეტის მოსარგებლეებისთვის (0-5 წლამდე ბავშვები, ასაკით პენსიონერები, შშმ ბავშვები, მკვეთრად შეზღუდული შმ პირები და სტუდენტები) 15000 ლარის ნაცვლად, პროგრამით განსაზღვრული თანხა 23 000 ლარი გახდა.

 

“ეს ითვალისწინებს ქიმიო, სხივური, ჰორმონოთერაპიის და სიმსივნის საწინააღმდეგო სამი ჯგუფის და სულ 21 დასახელების ახალ მედიკამენტის სრულად დაფარვას, რომელიც აქამდე პროგრამაში გათვალისწინებული არ ყოფილა. ეს იქნება კოორდინირებულად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის და რეფერარული პროგრამის ფარგლებში. ძალიან მარტივი მექანიზმით, ისე, რომ პაციენტს არ მოუწევს ზედმეტი ბიუროკრატიის გავლა იმისთვის, რომ ჰქონდეს სრული დაფინანსება ამ სერვისებისთვის. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი გააგრძელებს ჩვეულებრივად ანგარიშვალდებულების პროცედურებს ახლა უkვე ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი იმ პაციენტებისთვის, ვინც დღეს ონკოლოგიის პროგრამებით სარგებლობს”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წაკითხვა 329 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.