"დროულად მიხედეთ თავს" - ნანა გეგეჭკორი
ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციას ეხმაურება და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს მიმართავს.
"არ ვიცი, რატომ ჰგონიათ ადამიანებს, რომ კოვიდი თავისით გაქრება...
თუ არ ჰგონიათ, ისე რატომ იქცევიან თითქოს არ არსებობდეს.
რატომ ჩაგვკეტესო, მერე გაბრაზებას, დროულად მიხედეთ თავს. ნურავის მისცემთ მიზეზს სახლებში გამოგკეტონ.
დაიცავით პანდემიური წესები: დისტანცია, ნიღაბი, ჰიგიენა და რაც მთავარია, სასწრაფოდ აიცერით, რომ სიკვდილს დაუსხლტეთ ხელიდან.
ძალიან საშიში ზამთარი გველოდება წინ თუ დროზე არ შევცვალეთ ქცევა... არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს ჯანდაცვა იგივეა, რაც წინა ტალღების დროს იყო. შედეგებიც ისეთივე მძიმე იქნება სამწუხაროდ.
და კიდევ, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ონლაინ სწავლება უდიდეს საფრთხეებს შეიცავს ბავშვებისთვის ბევრი მიმართულებით. ნუ გაწირავთ მომავალს.
თქვენი შვილების მომავლისთვის დაიცავით პანდემიური წესები.
ნუ გაიმეორებთ შეცდომებს", - წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
