"გადაწყვეტილება არის აბსურდული, რადგან განაჩენი დადგა დანაშაულზე, რომელზეც ბრალდებაც არ იყო წარდგენილი"
პირველ რიგში ვულოცავ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთო წერეთელს ფიზიკურ თავისუფლებას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.
"ამასთანავე აღვნიშნავ, რომ გადაწყვეტილება არის აბსურდული, რადგან განაჩენი დადგა დანაშაულზე, რომელზეც ბრალდებაც არ იყო წარდგენილი. უფრო მეტიც, პროკურატურასაც არ ჰქონდა ამ კუთხით ძიების უფლება.
ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.
როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ…
თუმცა შედეგი მაინც სასიხარულოა,"- წერს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
