May 17, 2024

"ბესელიამ ზაზა ოქუაშვილისგან "ომეგას" საქმეზე ქრთამი აიღო"

„ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი გია აბაშიძე ფეისბუკზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით,„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ეკა ბესელიას მმართველი პარტიის ერთ ნაწილთან დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ მის მიერ ქრთამის აღება გახდა:

 


"პოლიტიკური თვითწმენდა საკმაოდ შოკისმომგვრელი ამბით დაიწყება. ხვალ, ბიძინა ივანიშვილი იწვევს უმრავლესობის სხდომას, სადაც "ნაღმზე აფეთქდება" ეკა ბესელია და გაირიცხება პარტიიდან/უმრავლესობიდან. "ნაღმი" საკმაოდ ბანალურია - კორუფციის თემა.

 

წლებია არსებობდა მოარული ხმები, რომ ქალბატონი ბესელია ჯერ კიდევ ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობის პერიოდიდან, გარკვეულწილად აგვარებდა რაღაც საქმეებს უზენაეს სასამართლოში. ამჯერად კი, ამ ახალი მოგვარების დამადასტურებელი ფაქტი არსებობს: "ჩეთემ ჰაუსის" ამ წყაროს ინფორმაციით, ეკა ბესელიამ კომპრომატების "მასწერ სპორტა"-ს ზაზა ოქუაშვილისგან აიღო ქრთამი "ომეგას" მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად. თუმცა, ეს დავა ვერ მოგვარდა და ბესელიას მოუწია ქრთამის ნაწილის დაბრუნება. ამ ყველაფრის ჩანაწერი კი, როგორც მითხრეს, ოქუაშვილს გაუკეთებია და ახალი გასროლით ემუქრება "ქოცნებას,"- წერს გია აბაშიძე.

წაკითხვა 755 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 03 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.