"ნუ დაითვლით კოლეგებო, რამდენი ადამიანი დგას რუსთაველის გამზირზე"-ეკა ბესელია
"ყველა გრძნობს, რომ პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანა იქნება უმწვავესი არჩევანის წინაშე ქვეყნის დატოვება.
როდესაც იხურება პოლიტიკური დისკუსიების სივრცე, პროცესები გადადის ქუჩაში. ნუ დაითვლით ადამიანების რაოდენობას, რამდენი ადამიანი დგას რუსთაველზე ან პარლამენტის შემოსასვლელთან. ვისაც აქვს ბრძოლის გამოცდილება და ამ დარბაზში სხედან ასეთი ადამიანები, ძალიან კარგად გრძნობენ, რომ ამით არ იზომება ქვეყანაში კრიტიკული განწყობა, რომელიც ძალიან დიდია და არ მგონია, რომ ეს არ იგრძნობოდეს“ - განაცხადა ეკა ბესელიამ პარლამენტში, საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე.
ეკა ბესელიას თქმით, საშემოდგომო სესიისას საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად, რომელიც არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ეხება, მნიშვნელოვანი საკითხი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრაც.
„ყველაზე დიდი გამოწვევა ამ საშემოდგომო სესიისთვის, კონსტიტუციურ ცვლილებასთან ერთად, იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - რა პოზიციას აირჩევს პარლამენტი, როდესაც შემოვა სია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების. მე მგონი, ყველა აცნობიერებს, მიუხედავად იმისა რამდენი ხანი ჰქონია შესაძლებლობა პოლიტიკაში ყოფნის და ვინ ვისი მსახური იყო, რომ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ როგორი იქნება ამ ქვეყნის საბოლოო მომავალი, ქვეყანა წარსულში დაბრუნდება თუ წინ გადადგავს ნაბიჯს დემოკრატიისკენ ამ კენჭისყრებზე იქნება დამოკიდებული. სირცხვილზე მეტია ძალადობრივი რეჟიმის მსახურების დაბრუნება უვადოდ“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ სიტყვით გამოსვლისას.
საშემოდგომა სესია პარლამენტში პროტესტის ფონზე გაიხსნა. აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წევრი დეპუტატები პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენას აპროტესტებდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ სხდომა დაატოვებინა.
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის კანდიდატურად "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა 3 სექტემბერს წარადგინა. მისი გადადგომის მოთხოვნით აქტივისტები აქციებს 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურად მართავენ.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი