"პარლამენტში დაცვით დადის, როგორ შეიძლება რაიმე დამოუკიდებლად წამოიწყოს" - ბესელია კობახიძეზე
განსხავავებული ტიპის პოლიტიკური ლიდერია პრემიერი გიორგი გახარია და სრულიად სხვა მოვლენაა, ლიდერს ვერ ვუწოდებ, ირაკლი კობახიძეს. ის უბრალოდ ტექნიკური შემსრულებელია, - ამის შესახებ პარტია ,,სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ ,,ქართულ ოცნებაში" შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კობახიძეს იმის გამბედაობა არ ექნება, რომ რაიმე ტიპის პროცესი გახარიას წინააღმდეგ დამოუკიდებლდად წამოიწყოს.
,,კობახიძე პარლამენტის შენობაში დაცვით დადის. წარმოიდგინეთ დეპუტატი, რომელიც პარლამენტის შენობაში დაცვით გადაადგილდება. შინაგანი გამბედაობაც კი არ ჰყოფნის, რომ იქ თავისუფლად იაროს, როგორ შეიძლება მან რაიმე პოლიტიკური პროცესი დამოუკიდებლად წამოიწყოს", - განაცხადა ეკა ბესელიამ ,,ფორმულას" ეთერში.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
