ეკა ბესელია - ,,ვანო ზარდიაშვილი თავისით არსად წასულა - მას მანდატი დაატოვებინეს"
გარწმუნებთ, ვანო ზარდიაშვილი თავისით არსად წასულა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.
ბესელიას თქმით, ზარდიაშვილი გაუშვეს და როგორც კობახიძის შემთხვევაში, ახლაც ივანიშვილმა გადაწყვეტილების მიღება დააგვიანა და ზარდიაშვილმა „ქართულ ოცნებას“ ისეთი ზიანი მიაყენა, რომლის რეაბილიტირებაც შეუძლებელი იქნება.
„ქართული ოცნება“ სამწუხაროდ, ყოველთვის აგვიანებს რეაგირებებს. უფრო ადრე, მაშინ, როდესაც მე მათ და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს ვეუბნებოდი, რომ ზარდიაშვილი და მსგავსი ადამიანები ააფეთქებდნენ და დაანგრევდნენ არა მარტო პარტიას, არამედ პარლამენტსაც და ამას ვეუბნებოდი, ვიდრე კობახიძე მართლა გადაწვავდა ამ პარლამენტს, მაშინ რომ დაეჯერებინა, ბევრად უფრო ნაკლებ ზიანს მიიღებდა. როგორც კობახიძის შემთხვევაში ვეუბნებოდი და სამწუხაროდ, სანამ ფაქტი არ დადგა, იქამდე არ შეიგონეს, ისევე მოხდა ახლაც. ესეც დააგვიანეს.
გარწმუნებთ, ზარდიაშვილი თავისით არსად წასულა. ეს არ არის ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე ღირსება და შეუძლია უარი თქვას რამეზე, რაც მისთვის კომფორტულია. მას მანდატი დაატოვებინეს. ეს გადაწყვეტილება მას მიაღებინეს. რას დაწერს ზარდიაშვილი განცხადებაში, არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ ეს სხვისი დაწერილი ტექსტია“, - განაცხადა ბესელიამ.
სიახლეები
- შალვა თადუმაძე კითხვაზე: ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“, აცხადებს, რომ „არ იცის“
- რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა
- ,,საქმის მასალებით ნამდვილად დასტურდება, რომ თამთა თოდაძის მიმართ განხორციელდა ძალადობა''
- „ნაციონალურმა მოძრაობამ" თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა
- შსს ორხევში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს