"კაცებს არ უნდა შეგვეშინდეს ქალის როლის გაძლიერება, მათი უფლებებისა და თანასწორობის აღიარება"
ფემიციდი, იგივე ფემინიციდი - ეს არის მამაკაცთა მხრიდან ქალებზე ძალადობისა და მათი მკვლელობის აღმნიშვნელი სახელდება. ფემიციდი საქართველოში გახშირებულია,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი წერს.
მისივე თქმით, მოძალადე კაცებში ამას განაპირობებს ბავშვობისდროინდელი ტრავმები, არასწორი აღზრდა, ოჯახურ ძალადობრივ გარემოში ყოფნა და სტერეოტიპული განწყობა, რომელიც ეფუძნება პატრიარქატის, როგორც მამაკაცთა უპირატესი როლის თავისებურ გაგებას, ქალის მესაკუთრეობას.
"არსებობს სხვა ფაქტორებიც.
ისეთ საზოგადოებაში, სადაც ქალის როლი დაკნინებულია ან მამაკაცთან საკმარისად არ არის გათანაბრებული, ფემიციდის შემთხვევები გახშირებულია.
სამწუხაროდ, საქართველოში ქალის როლი საკმარისად გათანაბრებული არ არის. მაგალითად, ეს კარგად ჩანს მშობლების განწყობაში მემკვიდრეობითი ქონების გადაცემის დროს, როცა ისინი უპირატესობას უფროს ვაჟს ანიჭებენ. თუმცა, კანონით მშობლების ქონება ყველა მემკვიდრეზე თანაბრად ნაწილდება.
ფემიციდის მაგალითებია ბოლო დღეების ფაქტები, როცა ერთმა ქმარმა ცოლი ავტობუსში შვილების წინ მოკლა, მეორემ კი გაჩერებაზე დაჭრა.
ძალადობრივ გარემოში და ქალის მესაკუთრეობის ტრადიციითა თუ განწყობით გაზრდილი მამაკაცები ვერ უშვებენ იმას, რომ მათ ცოლებსაც აქვთ უფლებები, მათაც შეუძლიათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, მუშაობა, სწავლა, უკმაყოფილების გამოხატვა, გასართობად წასვლა და ასე შემდეგ.
ქალის უფლებების მიუღებლობა კონფლიქტებისა და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მიზეზი ხდება. ზოგ შემთხვევაში მკვლელობით მთავრდება.
რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, ქალმა გვაზიარა ქრისტეს, თამარ მეფე გვყავდა, ეს პრობლემას ვერ გადაფარავს.
ჩვენ კაცებს არ უნდა შეგვეშინდეს ქალის როლის გაძლიერება, მათი უფლებებისა და თანასწორობის აღიარება, მათთვის მეტი შესაძლებლობების მიცემა, მათ შორის პოლიტიკაში.
რაღაცები უნდა შევცვალოთ აღზრდაშიც.
აუცილებლად ვასწავლოთ ვაჟებს, რომ არ შეიძლება ქალების დაჩაგვრა, მათი როლის დაკნინება და ავუხსნათ, რომ ქალებთან მესაკუთრეობით ურთიერთობა ჯანსაღი არ არის. ხოლო გოგონები აღვზარდოთ ისე, რომ პატარაობიდანვე იცოდნენ საკუთარი უფლებები და მათი დაცვა.
#არაქალკლა"-წერს გოგა ჩანადირი.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი