May 17, 2024

"ხედავთ, რა ჭკვიანი მთავრობა გვყავს? თქვენ კიდევ "მოღალატე, მოღალატეო" აგიკვიატებიათ"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი  სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"წარმოუდგენელი ამბავია! -- პუტინმა თქვა, ავტოკეფალია უკრაინისთვისაც ცუდია, რადგან უკრაინულ ეკლესიას დამოუკიდებლობას ართმევს და კონსტანტინოპოლს უქვემდებარებსო.

 

არ დააყოვნა საქართველოს ხელისუფლებამ და ასეთი ორლესული მესიჯბოქსი გამოაცხო -- "მივესალმებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული" 

 

დგანან და იმეორებენ თუთიყუშებივით, მილოცვით კი მაინც არ ულოცავენ ალბათ პუტინსაც უპატაკებენ - მეტი რა ვქნათ, ვლადიმირ ვლადიმირის ძევ, ამდენი ხანი გელოდეთ, საკუთარი ხალხისგან ლანძღვა ვითმინეთ და ბოლოს მაინც თქვენ დაგეთანხმეთ - თან ისე, რომ უკრაინელებიც ძალიან ვერ მოგვედავონო.

 

ხედავთ, რა ჭკვიანი მთავრობა გვყავს? თქვენ კიდევ "მოღალატე, მოღალატეო", აგიკვიატებიათ."- წერს ზაზა ბიბილაშვილი.

წაკითხვა 859 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 16 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.