"სალომე ზურაბიშვილის მავნებლობა ზღვარს გადასცდა, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას"
ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება:
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მავნებლობა ზღვარს გადასცდა, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას.
"ზოგადად, ამჟღავნებს, რომ არის მხარე, ყველაფერს აკეთებს პოლიტიკური მხარეების მიუღებლობის გასაღრმავებლად.
ფაქტების შეგნებულად აღრევაზე, არაფერს ვამბობ. ეს არაა ზეპარტიული პრეზიდენტის მიმართვა, ესაა ოპოზიციური პარტიის გამოსვლა.
წარმომიდგენია რას მიედ-მოედება საგარეო ვიზიტებისას პირად საუბრებში.
ის კანონები, რომლებიც ჩამოთვალა, იქნებ საფრანგეთისას შეადაროს?!
მერამდენედ ვწერ: რა ქნა თავად, როცა ე.წ. დეპოლარიზაციის პროცესს ჩაუდგა სათავეში? რატომ ვერ დადო შედეგი? თანაც, ამ საკითხზე ყველა პარტიას შეხვდა, გარდა მმართველისა.
ჯამში, ბოღმით და სიძულვილის ენით სავსე გოგლი-მოგლია. 30 წლის მანძილზე მსგავსი სამარცხვინო მიმართვა არ მომისმენია. საბედნიეროდ გაისად დაასრულებს მავნე საქმიანობას,"- წერს ამირან სალუქვაძე.
სიახლეები
- "დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი პასპორტის გამოყენებით, დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა" - სუს-ი
- "პატრიარქს ბოლოს 2017 წელს, ბერლინში შევხვდი, მიმეორებდა: „დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ“, ჩემი დაბრუნების შემდეგ უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ"
- "2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი"
- "ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება" - მეუფე იაკობი
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
