„რიგითი“ ფარცხალაძის გადასარჩენად, რუსეთის ჯაშუშები ამოქმედდნენ და დაადასტურეს, რომ სუს-ი რუსული „ფე ეს ბეს“ გავლენის ქვეშაა"- ლევან ხაბეიშვილი
რუსეთის კიდევ ერთი ჯაშუშის, გრიგოლ ლილუაშვილის და სუს-ის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებში რუსული გავლენების დასტურია - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის ამბობს, სუს-ის განცხადებით დადასტურდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე რუსული „ფე ეს ბეს“ გავლენები.
„რიგითი“ ფარცხალაძის გადასარჩენად, რუსეთის ჯაშუშები ამოქმედდნენ და დაადასტურეს, რომ ფარცხალაძის, ანუ რუსული „ფე ეს ბეს“ გავლენის ქვეშ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. რუსეთის კიდევ ერთი ჯაშუშის, გრიგოლ ლილუაშვილის სუს-ის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე, არის სახელმწიფო დაწესებულებებში რუსული გავლენების დასტური. ამ განცხადებით ირკვევა, რომ ჯაშუშების პირთა წრე ბევრად დიდია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“, - წერს ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
