"ჩემი მთავარი მიზანი სოხუმში დაბრუნებაა" - ლევან ხაბეიშვილი
ჩემი მთავარი მიზანი სოხუმში დაბრუნებაა. თუ რამე მამოძრავებს, მაძლევს ძალასა და ენერგიას, არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საოკუპაციო ხაზის ერთხელ და სამუდამოდ მორღვევის დაუოკებელი სურვილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, მისი მთავარი მოტივაცია სოხუმში უდიდესი აეროპორტის მშენებლობასთან, იძულებით გადაადგილებული ასობით ათასი ოჯახის სახლში დაბრუნებასა და სოხუმის ევროპის ულამაზეს ქალაქად გადაქცევასთანაა დაკავშირებული.
„ჩემი მთავარი მიზანი სოხუმში დაბრუნებაა! თუ რამე მამოძრავებს, მაძლევს ძალასა და ენერგიას, არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საოკუპაციო ხაზის, ერთხელ და სამუდამოდ მორღვევის დაუოკებელი სურვილი. ამაზე დიდი სურვილი, არასდროს არაფერი მქონია და არც მექნება! ხსოვნა იყოს ყველა ქართველი გმირის, ვინც თავი გაწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის.
ჩემი ცხოვრების მთავარი მოტივაციაც სოხუმში უდიდესი აეროპორტის მშენებლობასთან, იძულებით გადაადგილებული ასობით ათასი ოჯახის სახლში დაბრუნებასა და სოხუმის ევროპის ულამაზეს ქალაქად გადაქცევასთანაა დაკავშირებული.
ქედს ვიხრი გმირულად დაცემული თითოეული პატრიოტის წინაშე, რომლებმაც თავი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას შესწირეს. „საფლავიდან გაისმის დაღუპულთა ძახილი, აფხაზეთი საქართველო არის“. ღმერთმა დალოცოს საქართველო!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
- "ფასები ჩვენთან უფრო იაფია, მაგრამ ხელფასი ბევრად ნაკლებია, ამიტომ, საფრანგეთში დღეს მოქალაქე ცხოვრობს 2-ჯერ უფრო უკეთესად" - ირაკლი კობახიძე
- "ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან
