"სანდრა ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად რჩება" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„სანდრა არის ყველაზე კეთილშობილი და გონიერი ადამიანი, რომელთანაც შეხვედრის უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად. ძალიან ბევრ რამეს, რასაც მივაღწიე, მას უნდა ვუმადლოდე.
ჩვენ გავზარდეთ ორი ერთმანეთზე უკეთესი, საქართველოს პატრიოტი შვილი. სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად, ვინაიდან ეს იყო ძალიან დიდი სიყვარულის ისტორია, და ჩემი პიროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილად. ძალიან განვიცდი ყველა იმ მომენტს, როცა მას გული ვატკინე. მომავალში ყველაფერს გავაკეთებ, რათა მას, ედუარდს და ნიკოლოზს გვერდით დავუდგე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
სანდრა რულოვსმა 26 სექტემბერს კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, რის შემდეგაც „ფეისბუქში“ დაწერა: „ორი წელიწადი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება. დღეს შედგა ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი. ვუსურვებ მას თავისუფლებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ჩვენ ერთად აღარ ვართ“.
სიახლეები
- "ჩვენი პოლიტიკა არაფერ შუაშია ტრამპის მიგრაციის პოლიტიკასთან, რომელიც ლამის დედამიწის ნახევარს შეეხო, ეს არის აშშ-ის შიდა საკითხი, რაზეც ახალი ადმინისტრაცია დიდი ხანია, საუბრობს"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 იანვრისთვის
- "მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და საქართველოს კრიზისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დარჩეს" - სალომე ზურაბიშვილი
- "ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა" - ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის
