"გახსოვთ ის დრო, როდესაც მთავრობა ხალხზე ზრუნავდა და თითოეული ქართველის ბედი გულთან ახლოს მიჰქონდა? - ეს ჩემი პრეზიდენტობის დროს ხდებოდა"
გახსოვთ ის დრო, როდესაც მთავრობა ხალხზე ზრუნავდა და თითოეული ქართველის ბედი გულთან ახლოს მიჰქონდა? ეს ჩემი პრეზიდენტობის დროს ხდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
სააკაშვილი იხსენებს, რა მოიმოქმედა მაშინ ხელისუფლებამ, როდესაც სომალელმა მეკობრეებმა ტყვედ ქართველი მეზღვაურები აიყვანეს.
„როდესაც სომალელმა მეკობრეებმა ტყვედ ჩვენი მეზღვაურები აიყვანეს, სპეციალური ჯგუფი შევქმენით, ჩემი თანამებრძოლის, ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კარბელაშვილის ხელმძღვანელობით. ის სომალის საზღვარზე გაემგზავრა და თითქმის ყოველდღე ჩემთან სატელეფონო კავშირზე იყო. ჩემი ნებართვით, გიორგიმ ადგილზე საერთაშორისო შეიარაღებული სპეცრაზმი შეკრიბა და ჩვენ, მეკობრეებისთვის მოულოდნელი რეიდით, გამოვიხსენით არა მხოლოდ ჩვენი მეზღვაურები, არამედ, რამდენიმე თურქი მეზღვაურიც.
შემდეგ საპრეზიდენტო თვითმფრინავი მომბასაში გავაგზავნეთ, ხოლო სტამბოლის აეროპორტში ორი ქვეყნის მეზღვაურებს მე და ერდოღანმა საერთო დახვედრა მოვუწყვეთ, რომელიც მთელი მსოფლიოს მედიით გადაიცემოდა. ასე შეძლო პატარა საქართველომ ის, რაც ჩვენზე ბევრჯერ უფრო დიდ და ძლიერ სახელმწიფოებს არ გამოსდიოდათ“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი პასპორტის გამოყენებით, დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა" - სუს-ი
- "პატრიარქს ბოლოს 2017 წელს, ბერლინში შევხვდი, მიმეორებდა: „დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ“, ჩემი დაბრუნების შემდეგ უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ"
- "2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი"
- "ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება" - მეუფე იაკობი
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
