,,მთელი პასუხისმგებლობა “ლეიბორისტული პარტიის” სატელევიზიო, ისტორიაში არნახულ ბლოკირებაზე ეკისრებათ – ოლიგარქ მამუკა ხაზარაძეს, ეროვნულ ბაღლინჯოს, ნიკუტა გვარამიას და ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს"- შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ,, ლეიბორისტული პარტიის" სატელევიზიო ბლოკირებას ეხმაურება.
„მთელი პასუხისმგებლობა ლეიბორისტული პარტიის სატელევიზიო, ისტორიაში არნახულ ბლოკირებაზე ეკისრებათ – ტვ-პირველზე, ოლიგარქ მამუკა ხაზარაძეს, მთავარ არხზე – ეროვნულ ბაღლინჯოს, ნიკუტა გვარამიას, ხოლო ფორმულაზე, სამწუხაროდ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც პატიმრობაშიც კი არ ასვენებს ლეიბორისტული პარტიის პრობლემა. იცოდეთ მე პოლიტიკაში კიდევ მინიმუმ მეოთხედი საუკუნე ვაპირებ ყოფნას და მწარედ მოგთხოვთ პასუხს ამ ვერაგობაზე. რაც მთავარია ხალხი გაგცემთ პასუხს თქვენც და რუს ოლიგარქსაც ოცდაექვსში“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი წერს.
სიახლეები
- „თეატრალური იმერეთი 2026“ იწყება
- ,,წავაგებდით ბრიუსელისთვის რომ მოგვესმინა, ვიგებთ იმიტომ, რომ ბრიუსელს არ ვუსმენთ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნისა თუ ბრიუსელის მხარდაჭერა რადიკალიზმში"- შალვა პაპუაშვილი
- ,,დღევანდელი სასამართლო ბუტაფორიაა, თუმცა ჯიუტად დავდივართ პროცესებზე, რადგან ამ ჩამოტარებით მოწმეებს მოვუსმინოთ, რომლებიც დაზეპირებულ ტექსტებს ჰყვებიან"- ანი ნადარეიშვილი
- სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი
