"ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება თბილისში გამართულ ქალთა მარშს.
ოპოზიციონერი ლიდერი მადლობას უხდის მარშის ორგანიზატორ ქალებს.
„ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! ემიგრაცია საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, სამწუხაროდ. ასობით ათას ადამიანს, ახალგაზრდებს, განვითარების რეალურ ძალას, იმ მომავლის ადამიანებს, ვინც ჩვენი ქვეყანა ევროპაში უნდა წაიყვანოს, იძულებულებს ხდიან გაიქცნენ, თუმცა ივანიშვილის ოცნებას არ უწერია ასრულება!
“ოლიგარქი წავა, ჩვენ ვრჩებით” - დღევანდელი აქციის ძალიან ზუსტი გზავნილი იყო, რომელსაც სრულიად ვეთანხმები.
ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში, მადლობა დღევანდელი აქციის ორგანიზატორ ქალებს!
ერთად ჩვენ შევძლებთ!”, - წერს მამუკა ხაზარაძე.
სიახლეები
- “პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს...” - სანდრო თვალჭრელიძე
- "ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, თუ იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ - ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით"
- საქართველოში შესაძლოა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
- "შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანსა და საქართველოს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირატესი არტერია"- ილჰამ ალიევი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 აპრილისთვის
