"მართლაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილს პარლამენტში ასზე ნაკლები რეგისტრირებული პირი დარჩეს" - გიგი უგულავა
პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილის პარლამენტში ასზე ნაკლები “დეპუტატი” დარჩეს. ეს ნამდვილად გახდება დამატებითი წნეხი რეჟიმზე, შეიძლება გარდამტეხიც აღმოჩნდეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა წერს.
“კონსტიტუციის მიხედვით, 150-კაციან პარლამენტში ასი პირი მაინც უნდა იყოს, რომ ის ფუნქციონირებადად იწოდებოდეს. სამართლიანი პროპორციაა 150/100, ბუნებრივიც. არ აქვს მნიშვნელობა როგორ აირჩა, რა ქნა ან არ ქნა ამ პარლამენტმა. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
დღეს ქაღალდზე ივანიშვილის პარლამენტს 101 დეპუტატი ჰყავს. 89 ოცნება, 12 გახარია.
აქვე ვიტყვი, ნამდვილად არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ გახარიას პარტია ამ პარლამენტში შევა. არა, ძალიან ბევრი ბარიერია უკვე. არც ტაქტიკური საკითხების განხილვაში შევალ. მათი საქმეა.
ვუსმინე ბატონ მამუკა ხაზარაძე განცხადებას. ვეთანხმები მას – პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილის პარლამენტში ასზე ნაკლები “დეპუტატი” დარჩეს. ეს ნამდვილად გახდება დამატებითი წნეხი რეჟიმზე, შეიძლება გარდამტეხიც აღმოჩნდეს.
გახარია მესმის თქვენი პარტიის ხედვის, გვაქვს განსხვავებული, მაგრამ პატივს ვცემ, მეტიც მესმის ბევრი არგუმენტის, მაგრამ მართლაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილს პარლამენტში ასზე ნაკლები რეგისტრირებული პირი დარჩეს. იქნებ ასეთი გამოსავალი იყოს, მინიმუმ ორმა ადამიანმა დატოვოს რეგისტრაცია, ჩაიხსნას სია, რაც ასის ქვევით ჩატოვებს მათ.
მე ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს რაციონალური მსჯელობის საგანი პარტიებს შორის და იმედი მაქვს რაციონალურ და სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც გააძლიერებს ქართული საზოგადოების ბრძოლას ივანიშვილის ანტიევროპული რუსული რეჟიმის წინააღმდეგ”, – წერს უგულავა.
სიახლეები
- "მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინისთვის ტერიტორიული დათმობების შესახებ საუბარი გამორიცხულია" - სერგეი ლავროვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 თებერვლისთვის
- „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატება
- „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ დაფუძნდა
- "პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტა სურს" - დონალდ ტრამპი