,,დაბადების დღეს ვულოცავ სამაგალითო ქართველ კაცს, ბიძინა ივანიშვილს” – მამუკა მდინარაძე
,,დღეს იმ კაცის დაბადების დღეა, რომელმაც შექმნა საქართველოს სხვა ისტორია – ღირსეული, ამაყი, თავისუფალი და არა ვინმეზე დამოკიდებული, არა ვინმეს დავალებების შემსრულებელი, არამედ საკუთარი, ეროვნული ინტერესებით მოქმედი ქვეყნის უახლესი ისტორია!”, – ამის შესახებ მმართველი პარტიის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და ,,ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
,,ამასთან, შეძლო ეჩვენებინა პერსონალური უკომპრომისობის მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის, როდესაც საქმე საკუთარ სამშობლოს ეხება!
უშეცდომოდ განსაზღვრა ყველა (დღევანდელი გადასახედიდან უალტერნატივო) პოლიტიკური სვლა, რომელიც წინა, ურთულესი წლების, საქართველოსთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევების გადალახვას სჭირდებოდა!
ამასაც უკვე უახლესი ისტორია ადასტურებს!
დაბადების დღეს ვულოცავ სამაგალითო ქართველ კაცს, ბიძინა ივანიშვილს!”, – წერს მდინარაძე.
სიახლეები
- ,,საპატრიარქო შეგვპირდა, რომ მოახდენს პირდაპირ კომუნიკაციას ხელისუფლებასთან, რათა „ჩატეხილი ხიდი“ აღდგეს"- კახა წიქარიშვილი
- ,,იმედს ვიტოვებთ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება საპატრიარქოს მხრიდან"- დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი ზაქრო გვიშიანი
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე გააძევეს
- ,,პრაქტიკულად არავის მსოფლიოში დღეს არ აქვს რეალური პასუხი - უკლებლივ ყველა არის ამ ძიების პროცესში"- მიხეილ სარჯველაძე
- მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
