October 6, 2025

“არაფერი მაქვს სამტკიცებელი, ბევრი ადამიანია მოწმე, სად და ვისთან ერთად ვიყავი” – ლევან სანიკიძე

არაფერი მაქვს თქვენთან სამტკიცებელი, ბევრი ადამიანია მოწმე, რამდენჯერ სად ვიყავი და ვისთან ერთად ვიყავი. დამატებით დეტალები შსს-ს ეცოდინება, ოხრად კამერებია და ისეთი მონდომებულები ხართ ჩემი ლოკაციების დასადგენად, აუცილებლად მოგაწვდიან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პასუხობს კითხვას, სად იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები 4 ოქტომბრის აქციის მიმდინარეობისას და „რატომ მიატოვეს ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა“.

როგორც ის აღნიშნავს, რატომ არ იყო კოორდინაცია, რატომ წარიმართა მოვლენები ისე როგორც წარიმართა, ეს აუცილებლად გაირკვევა და ბევრ დეტალს მოეფინება ნათელი.

 

„იმედი მაქვს, მალე „ტვ პირველი“ „გუბაზიჩს“, „გუბაზის ბიჭს“, „მილიონეროვიჩს“ და „პოსტ ტვ“-ის ქარდებს არ გამოაცხობს თავის „ფეიჯზე“. არა უშავს, იმუნიტეტი გამომუშავებული მაქვს. თუმცა ეგ მირჩევნია იმას, დღეს რასაც კერავთ. „ქოცებსაც“ კი არ უკადრიათ ის, რაც თქვენ დღეს მაკადრეთ – სიმხდალე და გაქცევა. არაფერი მაქვს თქვენთან სამტკიცებელი, ბევრი ადამიანია მოწმე, რამდენჯერ სად ვიყავი და ვისთან ერთად ვიყავი. დამატებით დეტალები შსს-ს ეცოდინება, ოხრად კამერებია და ისეთი მონდომებულები ხართ ჩემი ლოკაციების დასადგენად, აუცილებლად მოგაწვდიან.

 

რატომ არ იყო კოორდინაცია, რატომ წარიმართა მოვლენები ისე როგორც წარიმართა, ეს აუცილებლად გაირკვევა და ბევრ დეტალს მოეფინება ნათელი. თავად ორგანიზატორები, მათი ოჯახის წევრები საუბრობენ გეგმის არევაზე, ღალატზე, გადაგდებაზე. ყველაფერი უნდა გაირკვეს, სხვანაირად არ გამოვა. უბრალოდ, მე მომადგე და ბრალი დამდო ადამიანების გაყიდვაში, მიტოვებაში არის წარმოუდგენელი ამბავი. ცხოვრებაში კაცი არ გამიყიდია. ჩემი კი არა, სხვისი პარტიის ლიდერების დაჭერის დროს მივსულვარ, საუბარი ზედმეტია მეგობრებზე და არც არავის ვემიჯნები. ამ ხალხმა აჩვენა მაგალითი, ყველა ივანიშვილის ტყვეობაშია. დანარჩენი რა როგორ წარიმართა, რა იყო საწყისი გეგმა, ვინ არიან ის გავლენიანი ადამიანები ვინც დააღალატა, იმედი მაქვს, რომ მალე გავიგებთ“, – წერს ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 120 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 06 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.