"სრულიად აშკარაა ხელისუფლების მცდელობა ხელი დააფაროს მკვლელებს" - ირინა სარიშვილი შაქარაშვილის საქმეზე
ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება:
"რაღაც უცნაური ტენდენცია გამოიკვეთა საზოგადოების ნაწილში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით:
გამოჩნდნენ ყველაფერზე მაღლა მდგომი "ობიექტურები", "მიუკერძოებლები", რომლებიც გვირჩევენ დაველოდოთ გამოძიებას და ვლანძღოთ მასმედია – იმ გამოძიებას, რომელიც არ იქნებოდა რომ არა მასმედიის აქტიურობა, ყალბი პათოსით და ბრტყელ–ბრტყელი სიტყვებით გვამუნათებენ, აცალეთ ოჯახს გლოვაო. ამას კიდევ ახალი "შეგონება" დაემატა – კი მაგრამ თუ ოჯახი (ბიძას გულისხმობენ სავარაუდოდ) ენდობა გამოძიებას და არ ენდობა ამ გამოძიების მაკრიტიკებლებს, თქვენ ვინ გეკითხებათ რომ ერევით საქმეში, თქვენ რა გიორგი მის ოჯახზე მეტად გიყვარდათო?
ამ ყალბი, არაადეკვატური და ამაზრზენი ტენდენციის მიმდევართა საყურადღებოდ!
ეს მკვლელობაა და არა მანქანის გაკაწვრის საქმე, როცა მანქანის პატრონს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, უჩივლოს თუ არა გამკაწვრელს – ეს ერთი!
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა არის სისტემური დანაშაული, რადგან სრულიად აშკარაა ხელისუფლების მცდელობა ხელი დააფაროს მკვლელებს!
ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ, ამ საქმის გამოძიება და ნამდვილი მკვლელების დადგენა მარტო მისი ოჯახის საქმე არ გახლავთ! ეს ჩემი საქმეცაა! თქვენი საქმეცაა და ყველასი, ვისაც საკუტარი შვილებისთვის უსაფრთხო მომავალი უნდა!
ხელისუფლების მიერ რბილად რომ ვთქვათ წახალისებული კრიმინალები, რა პროფესიისაც არ უნდა იყვნენ ისინი, საშიშია თქვენი შვილებისთვისაც და ძალიან სამწუხაროა რომ თქვენ ეს არ გესმით!
ამდენი ყალბი პათოსის შემცველი განცხადებების სანაცვლოდ, ეგებ იფიქროთ იმაზე რომ სისტემური დანაშაული ყველასთვის ერთნაირად საშიშია და ამდენად ეს ყველას საქმეა!
სისტემური დანაშაული უნდა გაიხსნას ბოლომდე!
უნდა დაინგრეს ის სისტემა რომელიც ამ დამნაშავეებს როცა დაჭირდება სათავისოდ იყენებს! და ეს მარტო ჭირისუფლის პრობლემა არაა! ამ სისტემის დანგრევით მე ჩემ შვილებს ვიცავ!
დიახ! ეს ჩემი საქმეა!
დაიცავით საკუთარი შვილები!"- წერს ის.
სიახლეები
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "კახი, დამშვიდდი, დადინჯდი - დაელოდეთ ხალხის განაჩენს" - ლევან ხაბეიშვილი
- "კრემლი კვლავ დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და კლავს ადამიანებს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი