November 23, 2024

"თავის ჯოჯოხეთური ტკივილები მაქვს" - ვიკა ბუკია

კორონავირუსით ინფიცირებული ჟურნალისტი, ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს, თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

"წუხელ სიცხე არ მქონია. დილით ისევ დამაგდო. მაგრამ უსიცხო ღამე (37-ს არ ვთვლი) უკვე დიდი მიღწევაა. ახლა დავლიე დამწევი და ველოდები დაწევას. ხველა ისევ ისეთია. იქნებ ხვალ ვიგრძნო შვება. თავის ჯოჯოხეთური ტკივილები მაქვს. მარჯვენა მხარეს, თვალთან. და მაჩვენება თითქოს კარგად ვერ ვხედავ ხოლმე. რატომღაც მგონია, რომ ესეც საერთო სისუსტის ბრალია. ფეხები მტკივა. მოძებნა კორონამ ჩემი სუსტი წერტილი - ჩემი ვენები.

 

მშია ხოლმე, არ ვიცი ასეთ მდგომარეობაში ამას როგორ ვახერხებ. ფეხზე ძლივს ვდგები და მაცივარში ვეძებ საჭმელს. ბოლოს შევეწირები ამ ჭამას - თავბრუ ისე დამეხვა მაცივარში ქექვისას, დავბარბაცდი.

 

სულ წოლა მინდა. სხვა არაფერი. ნეტა იცოდეთ რა ძნელია ხოლმე წერის დაწყება. ყოველ დილით ვამბობ: აღარ შემიძლია, ვერ დავწერ. ზოგს ვიცი არ აინტერესებს გრძელი და სევდიანი სტატუსები. Hejama tvini! ალბათ ისევ წერენ სადღაც, სადაც უკვე აღარც ვიხედები და არასდროს შევიხედები. მაგრამ მერე იცით რა ხდება? ჩემს მშობლებს რომ მაგონებს ისეთი ქალები და კაცები მწერენ: “ვიკა, შვილო, ბოდიში რომ გაწუხებთ, თქვენი პოსტი ვერ ვნახეთ დღეს. ცოტა ავღელდით. როგორ ხართ დღეს?”

 

ხანდახან ძალიან გულისამაჩუყებელია ეს ცხოველი ცნობისმოყვარეობა და ზრდილობა ერთბაშად რომ გაჩნდება ადამიანში, არა? მეღიმება. როცა ცნობისმოყვარეობა ამარცხებს ზრდილობას და უცნობ ადამიანს წერ დიდი მოწიწებით: “ქალბატონო ვიკა, ვიცი ჩემი თავი არ გაქვთ, მაგრამ დღეს უკეთ არ ხართ?”

 

და გულში ალბათ: “უზრდელო ქალო, დაწერე რამე, რას დაგვზაფრე?”

 

ლევანი უკეთესადაა. აქ ყოველ წამს გვიკონტროლებენ ყველაფერს, მაგრამ საერთოდ არ ნიშნავს ეს, რომ ყველგან ასეა. მიყვებიან რა ხდება სხვა კლინიკებში. ვიცი, თეონასგანაც. და კიდევ იმ სხვა ინფიცირებულებისგან, რომელთაც არ ვიცი ამაზე ღიად საუბარი სურთ თუ არა.

 

როგორც ამიხსნეს ჩემი ანთება საშუალო სიმძიმისაა; ცოტა უფრო მარტივია - ლევანის. ჩემი სიცხე მალე იწევს დაბლა და ემორჩილება დამწევს. აი, გუშინ მართლა შემეშინდა. როცა 39 მქონდა და არაფერი არ მოქმედებდა.

 

მე მგონი, გამოვძვრებით აქედან მალე", - წერს ვიკა ბუკია

წაკითხვა 1263 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 19 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.