"ნახევარი გზა გავლილია" - თეონა ცხომელიძე
"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მკურნალობას საკარანტინო სასტუმროში აგრძელებს.
ამის შესახებ ჟურნალისტმა Facebook გვერდზე დაწერა.
"ნახევარი გზა გავლილია, ვარ კარანტინში კოვიდინფიცირებულებისთვის... ძალიან ამსუბუქებს მდგომარეობას ის რომ პალატაში აღარ ვარ. მადლობა თანადგომისთვის" - დაწერა ჟურნალისტმა.
ჟურნალისტის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ მას კორონავირუსი აღარ უფიქსირდება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას სამედიცინო მომსახურება აღარ სჭირდება.
სიახლეები
- ,,ხველა არ არის დაავადება – ის არის დაცვითი რეფლექსი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს სასუნთქი გზების გაწმენდაში” – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი
- „აკაცუკებს“ ტყუილად გიხარიათ – მშვენიერი, ჯიგარი ბიჭია ესეც"- ირაკლი ზარქუა
- ,,მათი მიზანია, საზოგადოებაში ნელ-ნელა დაგროვდეს ეჭვი და გარკვეულ ნაწილს გაუჩნდეს საკუთარი სახელმწიფოსა და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის განცდა"-ზვიად შალამბერიძე
- თურქეთის სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
- თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
