„ნაც-ლიბერალური კოჰორტა და მათი ამერიკელი პატრონები ყველა აკრძალულ მეთოდს იყენებენ, რომ ის, მათი სასურველი მოდელი, რაც სხვაგან ყველგან ჩამოეშალათ, პატარა საქართველოში მაინც შეინარჩუნონ,“ - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ მოსამართლე ირაკლი შენგელია სოციალურ ქსელში წერს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული ვალერიან ცერცვაძე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეა, აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული.
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება.
ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, ოთხ ქართველ მოსამართლეს აშშ-მა კორუფციაში მონაწილეობისთვის სანქცია დაუწესა, ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, – ამის შესახებ დავით არახამიამ ტელეგრამარხზე დაწერა.
პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ოთხი ქართველი მოსამართლის მიმართ სანქციის დაწესების გადაწყვეტილებას ეხმაურება.