ქუთაისში, შსს-ს თანამშრომლების ნაცვლად, საცხოვრებელი კორპუსი დევნილებისთვის დასრულდება

ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 14.6 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომლითაც უნდა დასრულდეს ჯერ კიდევ 2018 წელს დაწყებული და 2020 წელს შეჩერებული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. პროექტი თავდაპირველად შსს-ს თანამშრომლების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისთვის 6.6 მილიონ ლარად შენდებოდა, თუმცა კონტრაქტორმა კომპანია “თი ემმა” აღნიშნული პროექტი ვერ განახორციელა, რის გამოც კონტრაქტი ნაადრევად, 2020 წლის ივნისში შეწყდა, აღნიშნული პერიოდისთვის უკვე გადახდილი იყო 2.6 მილიონი ლარი. ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ქუთაისში, ნიკეას 19-ში შენდება.

,,აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია რკინა-ბეტონის საცხოვრებელი დანიშნულების მშენებარე შენობა-ნაგებობა. პროექტი ითვალისწინებს ორი 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, რომლიდანაც A ბლოკში დასრულებულია 7 სართულის მზიდი კონსტრუქცია, ხოლო B ბლოკში — 6 სართულის მზიდი კონსტრუქცია. ასევე დასრულებულია დახურული პარკინგისა და სათავსების რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მშენებლობა. შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული პროექტის კორექტირება წინამდებარე ტექნიკური დავალების შესაბამისად, პროექტის შეთანხმება, მშენებლობის და სხვა ტიპის ნებართვების მოპოვება და მშენებლობის დასრულება”- ნათქვამია სატენდერო აღწერაში.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი 118 ბინას მოიცავს, აქედან 34 ერთოთახიანი; 68 ოროთახიანი; 16 კი სამოთახიანი იქნება.

კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მიღება 18 ივნისამდე შეეძლებათ.

წაკითხვა 85 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.