კვარაცხელიას შოუ გრძელდება - ხვიჩამ „მარადონა არენაზე“ დებიუტი პირველი იტალიური დუბლით აღნიშნა

ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი შოუ დადგა – „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურში „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ სერია „ა“-ში დაწინაურებულ „მონცას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა – 4:0, რაშიც ქართველმა თავდამსხმელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.

საქართველოს ნაკრების თავადამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მცველები დიდი ყურადღებით მეურვეობდნენ, მაგრამ ეპიზოდურად მაინც უსხლტებოდა და ამით 35-ე წუთზე ისარგებლა. ხვიჩა მეურვისგან გათავისუფლდა და 20 მეტრიდან ულამაზესი გოლით „ნაპოლი“ დააწინაურა.

 

იტალიური და ევროპული მედია სერია ა-ს მეორე ტურში „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ თამაშს გამოეხმაურა:

 

„ევროსპორტი იტალია“ - „კვარაცხელიას შედევრების ქსელი. კვარაცხელიას შოუ ფანტასტიკური გოლებით გრძელდება“.

 

t-online.de - „ნაპოლი“ კვარაცხელიას საოცნებო გოლით დაწინაურდა“.

 

„სპორტ ფეის“ - „კვარაცხელიას გიჟური გოლი – შესანიშნავი გასროლა.

ხვიჩა კვარაცხელიას გიჟური გოლით „ნაპოლიმ“ „მონცასთან“ ანგარიში გახსნა. ქართველი ბურთს მარცხნიდან იღებს და ცენტრს უახლოვდება, რის შემდეგაც ბრუნში მარჯვნით არტყამს, რაც ლორენცო ინსინიეს გოლებს გვაგონებს. ის თავიდანვე გახდა გულშემატკივართა კერპი ორ თამაშში ორი გოლით. ის მართლაც იშვიათი სილამაზის მარგალიტია“.

 

„ტუტო ატალანტა“ - „კვარაცხელიას კლასი და შედევრი „მარადონაზე“. 35-ე წუთზე რაკეტასავით გაისროლა და მეკარეს არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო“.

 

„სქაი სპორტი“ - „კვარაცხელიამ „ნაპოლი“ შესანიშნავი გოლით დააწინაურა. 62-ე წუთზე კი დუბლი მორიგი არაჩვეულებრივი დარტყმით შეასრულა“.

წაკითხვა 353 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 22 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.