„სპორტში ყველაზე დიდი მოტივაცია შრომაა“ - გელა საღირაშვილის წარმატების ისტორია

თავისუფალი ჭიდაობა — ორთაბრძოლის სახეობაა, რომელიც სხვადასხვა სახის ილეთებს იყენებს (მოჭიდება, დაგდება, გადატრიალება, ფეხის დასმა, მოცელვა და სხვა.). სპორტის ამ სახეობაში ყოველი მონაწილე ცდილობს მოწინააღმდეგე ბეჭზე დააგდოს და მოიგოს.

თავისუფალ ჭიდაობაში ქართველებს ბევრი წარმატებული სპორტსმენი გვყავს. მათ შორის ერთ-ერთი გელა საღირაშვილია, რომელსაც სპორტის ამ სახეობაში არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

 

2004 წელს ის გახდა საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი - (74კგ; ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი)
2006 წელს იყო საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი - (74კგ; ოქროს გრან-პრი)
2007 წელს ის გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი - (74კგ, სოფია, ბულგარეთი)
ასევე, ის არის 2004 წლის ათენის ოლიმპიადისა და 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის მონაწილე .

 

საკუთარი წარმატების შესახებ FirstNews.ge- თან თავად გელა საღირაშვილმა ისაუბრა:

 

- ბავშვობიდანვე მიტაცებდა სპორტის ეს სახეობა - ჭიდაობა, შემდეგ უკვე დავკვალიანდი კარგად და 1990 წელს თავისუფალ ჭიდაობაზე მივედი. თავიდანვე თავისუფალი ჭიდაობის სწავლა დავიწყე, ვვარჯიშობდი და შესაბამისად წარმატებებიც მქონდა.

 

1995 წელს თბილისში შოთა ლომიძის საერთაშორისო ტურნირი მოვიგე, შემდეგ 1999 წელს, ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონატი. 2003 წლიდან უკვე დიდების ნაკრებში გავხდი საქართველოს ჩემპიონი. ასევე, გავემგზავრეთ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე. 2003 წელს ამერიკაში, ნიუ - იორკში გუნდურში მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. ეს თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოგვენიჭა. 2003 წლიდან 2010 წლამდე საქართველოს ჩემპიონი ვიყავი (პირველი ნომერი)- 74-კგ წონით კატეგორიაში. 2007 წელს ბულგარეთში გავხდი ვიცე-ჩემპიონი. მანამდე მოვიგე ბაქოს საერთაშორისო ტურნირი ოქროს გრან-პრი. ასევე, მოვიგე სომხეთის საერთაშორისო ტურნირი. 2006 წელს ტაშკენტის ოქროს-გრანპრიზე ვიცე-ჩემპიონი გავხდი.


2007 წელს კი ევროპის ვერცხლის მედალი ავიღე.

 

- როგორ დაიწყეთ მწვრთნელის კარიერა?


- 2011 წელს დავასრულე სპორტული კარიერა და მას შემდეგ ჭიდაობის ფედერაციის, პრეზიდენტისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით შემომთავაზეს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელობა. მოგეხსენებათ, ამ ადგილას დიდი კონკურენცია იყო, რადგან ბევრი წარმატებული სპორტსმენია საქართველოში. რატომღაც მე ამირჩიეს და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად დავსაქმდი. 2012 წლიდან დღემდე კი ახალგაზრდულ ნაკრებში ვმუშაობ და წარმატებული მოსწავლეები მყავს.


ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე ტარზან მაისურაძე-74 კგ წონით კატეგორიში 2014 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებში. ასევე, 2015 წელს ისევ ტარზან მაისურაძემ დაიკავა მესამე ადგილი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. ივერი ჯულაყიძემ 2014 წელს ბავშვთა ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა და მესამე ადგილი აიღო, 2015 წელს კი ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

 

ასევე, 2014 წელს ევროპის ჩემპიონატზე გუნდურში მეორე ადგილი ავიღეთ. გვქონდა პატარ-პატარა წარმატებები და წინსვლა.

 

111301529087 741622730235088 2720326804935337468 n

 

- რის გამო დაგნიშნეს ნაკრების მწვრთნელად?


- ზოგადად თავისუფალ ჭიდაობაში ბევრი ილეთი არსებობს. ამ ილეთებიდან გამომდინარე არჩევანი ჩემზე გაკეთდა. მქონდა კარგი ფეხში შესვლები, კარგი ჩობჯენი, კარგად ვაკეთებდი ჯვარს და სწორედ ამიტომ შემარჩიეს ნაკრების მწვრთნელად.

 

- რამდენად რთულია წარმატების მიღწევა თქვენს სფეროში?


- ჭიდაობაში ზოგადად ძალიან ძნელია წარმატების მიღწევა. ეს როგორც პირადად, სპორტული კარიერის დროს, ასევე, მწვრთნელობის დროს, რა თქმა უნდა, შრომატევადია. როგორც ჩემპიონობა, ასევე, ჩემპიონების აღზრდა ძალიან ძნელია. მაგრამ, ვთვლი, რომ ჩემს საყვარელ საქმიანობას ვაკეთებ და მსურს, რომ ჩემი ცოდნა მომავალ თაობას გავუზიარო, რათა წარმატებულები იყვნენ.
სპორტში კი ყველაზე დიდი მოტივაცია დიდი შრომაა.

 

111301546083 1255303258580892 2559286227900371378 n1

 

- როგორ არის განვითარებული საქართველოში თავისუფალი ჭიდაობა?


- თავისუფალი ჭიდაობა ზოგადად საქართველოში კარგადაა განვითარებული. მოგეხსენებათ პატარა ქვეყანა ვართ და ძალიან ბევრი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გვყავს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, საკმაოდ ბევრი წარმატება გვაქვს სპორტის ამ სახეობაში.

 

- რა სამომავლო გეგმები გაქვთ?


- ჩემი სამომავლო გეგმებია გავაგრძელო ჩემი საქმიანობა და რაც შეიძლება მეტი წარმატებული სპორცმენი გაუზარდო ჩვენს ქვეყანას.

 

301676177 549323126943114 8650179009213937266 n33

 

 

ავტორი: ნინო ოთარაშვილი

წაკითხვა 9073 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 10 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.