გიორგი შერმადინმა ესპანეთში ისტორიული რეკორდი დაამყარა - მეთერთმეტედ მოიპოვა თვის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე შეაჯამეს იანვრის შედეგები და გიორგი შერმადინი რეალელ ედი ტავარესთან ერთად თვის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.
იგი თვის MVP მეთერთმეტედ გახდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია – აქამდე მასა და ტანოკა ბერდს ეს ჯილდო 10-10-ჯერ ჰქონდათ მოგებული.
იანვარში შერმადინი საშუალოდ 18.6 ქულას, 6.4 მოხსნასა და 2 პასს აგროვებდა. ორქულიანები 69.8-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნა, საჯარიმოები – 97.1 პროცენტით.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ლიგა ენდესამ“ ქართველი ცენტრი მე-18 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. შერმადინისთვის ეს ესპანეთის ჩემპიონატში რიგით მე-18 ტურის MVP-ის ტიტულია, რაც ისტორიაში მე-3 საუკეთესო შედეგია.
აღნიშნული შედეგით შერმადინმა გადაასწრო ფელიპე რეიესსა და ბერნარდ ჰოპკინსს, რაც უკვე ისტორიული შედეგია და შანსი აქვს, ლიდერებიც ჩამოიტოვოს. ესპანეთის ჩემპიონატის MVP-ის ტიტული ყველაზე მეტჯერ (19-19) მოგებული აქვთ ლეგენდარულ არვიდას საბონისსა და თავის დროზე ესპანეთში NBA-დან გადასულ ლო როს. ქართველ კალათბურთელს 2 ტიტული აკლია, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის ლიდერი გახდეს ტურის საუკეთესო მოთამაშის მოგებული პრიზების მხრივ.
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
