FIFA-ს ვერსიით 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ლიონელ მესი
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) თანახმად, 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულია აშშ-ის კლუბ „ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი. ამის შესახებ ორშაბათს გამოაცხადეს ლონდონში გამართულ ცერემონიაზე The Best FIFA Football Awards. მესისთვის ეს უკვე მესამე ასეთი პრიზია. თავად ფეხბურთელი ცერემონიას არ ესწრებოდა, მის მაგივრად ჯილდო მიიღო ღონისძიების თანაწამყვანმა, ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანგმა ტიერი ანრიმ.
მესიმ იმდენივე ხმა მიიღო, რამდენიც ნორვეგიის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა, მაგრამ გაუსწრო მას, ვინაიდან ეროვნული ნაკრებების მეტმა კაპიტანმა მისცა ხმა. ჯილდოს კანდიდატი იყო ასევე საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე.
ოქტომბერში 36 წლის მესი მერვედ გახდა „ოქროს ბურთის“ მფლობელი. ამდენჯერ ჯერ არავის მოუპოვებია ეს ჯილდო, რომელსაც ჟურნალი France Football-ი გასცემს ყოველ წელს.
სიახლეები
- სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდება კიდევ 16 პირს წაუყენეს
- “შიდა ტერორისტების მიმართ მხარდაჭერის მხილების შემდეგ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგებოდა” - შალვა პაპუაშვილი
- “პრეზიდენტმა ტრამპმა აჩვენა, რომ შეუძლია კრიზისის მართვა ახლო აღმოსავლეთში, იმედი მაქვს, ჩვენც მსგავს წარმატებას მივაღწევთ უკრაინისთვის” - ზელენსკი
- “ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ ომში და ჩვენ ამას დავასრულებთ, ვფიქრობ, კარგი პროგრესი გვაქვს” - ტრამპი