“სპორტში ყველაზე დიდი მოტივაცია დიდი შრომაა“ - ალექსანდრე კუნჭულიას წარმატების ისტორია

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა სპორტული ორთაბრძოლის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. სპორტის ეს სახეობა ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ათლეტისგან ფიზიკურ სიძლიერეს და ხასიათის სიმტკიცეს მოითხოვს.

ამ სტილის ჭიდაობაში საქართველოს მრავალი ოლიმპიური, მსოფლიო და საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ჰყავს, მწვრთნელებს შორის კი, ერთ-ერთი გამორჩეული ალექსანდრე კუნჭულიაა. მისი განსაკუთრებული ტექნიკა და არაჩვეულებრივი ოსტატობა გახდა მიზეზი იმისა, რომ 2004 წელს ოფიციალურად შესთავაზეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა.

 

მის სპორტულ კარიერაში და შემდეგ უკვე მწვრთნელობის ამპლუაში უამრავი გამარჯვება ირიცხება. ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, (სპორტის ამ სახეობით) მან ჯერ საყვარელ საქმიანობად აქცია და შემდეგ უკვე წარმატების მწვერვალები დაიპყრო.

 

საკუთარი წარმატების შესახებ FirstNews.ge- თან თავად ალექსანდრე კუნჭულიამ ისაუბრა:

 

- 1978 წლის 9 მარტს, ბათუმში, დავიბადე. ბავშვობიდანვე მიტაცებდა სპორტის ეს სახეობა - ჭიდაობა, შემდეგ უკვე დავკვალიანდი კარგად და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაზე მივედი. ვვარჯიშობდი და შესაბამისად წარმატებებიც მქონდა.

1996 წელს, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის დარგში 58 კგ წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი მოვიპოვე.

 

87cfc99d 7838 4386 942f 7f22ad4a1ec1

 

- როგორ დაიწყეთ მწვრთნელის კარიერა?


- შემომთავაზეს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ეროვნული მწვრთნელის თანამდებობა.

ამჟამად მწვრთნელი ვარ. წლების განმავლობაში სხვადასხვა ტურნირში ვასპარეზობდი და მოვიგე ჭიდაობის ძირითადი ეროვნული და საერთაშორისო შეჯიბრებები. მოვამზადე სპორტსმენების ახალი თაობა, რომლებიც ცნობილი გახდნენ როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე იაკობ ქაჯაიაა, რომელსაც არაერთ ეროვნულ და საერთაშორისო ტურნირებზე უასპარეზია.

იაკობ ქაჯაიამ 2010 წელს ევროპის ჩემპიონატში მე-2 ადგილი აიღო. 2012 წელს მსოფლიო ჩემპიონატსა და ევროპის ჩემპიონატში მე-3 ადგილი მოიპოვა. 2013 წლის ევროპის ჩემპიონატში პირველ ადგილზე გავიდა.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა. ამავე წელს ოლიმპიურ თამაშებზე რიო დე ჟანეიროში მე-7 ადგილზე გავიდა. 2018 წელს ევროპის ჩემპიონატში, რუსეთში მე-3 ადგილი მოიპოვა. 2019 წელს ევროპის ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა. ამავე წელს მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გაიმართა ყაზახეთში, სადაც მე-3 ადგილზე გავიდა. 2021 წელს ვარშავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მე-2 ადგილი დაიკავა. ამავე წელს იაპონიაში ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა და მე-2 ადგილზე გავიდა. ასევე, იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე ოსლოში, სადაც მე-3 ადგილი დაიკავა.

 

zz5

 

zz4

 

- რის გამო დაგნიშნეს ნაკრების მწვრთნელად?

 

- საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები საკუთარი წევრებისგან ჭიდაობის დარგში გამორჩეულ უნარებს მოითხოვს. 2004 წელს შემომთავაზეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა.

საქართველოს გუნდში კი, ჩემი გამორჩეული მიღწევების საფუძველზე მიმიღეს, რაც შეფასდა ჭიდაობის დარგში ეროვნულ და საერთაშორისოდ აღიარებულ ექსპერტთა მიერ. მწვრთნელად შემარჩიეს სხვადასხვა სპორტსმენებმა: რომან რურუამ, რომელიც ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი და ორჯერ ოლიმპიური ჩემპიონი იყო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში; ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის სამგზის, მსოფლიოს ოთხგზის და ორჯერ ოლიმპიური ჩემპიონმა ლევან თედიაშვილმა ; ლუკა-ელდარ კურტანიძემ, ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონმა და კიდევ ბევრმა სპორტის ვეტერანმა, რომელთაც ერთხმად დამიჭირეს მხარი.

 

- რით გამოირჩევით სხვა მწვრთნელებისგან? რა განსაზღვრავს იმას, რომ ასეთი წარმატებული ხართ?


- როგორც ცნობილია, მწვრთნელები მხოლოდ თასით, მედლით ან დიპლომით ჯილდოვდებიან, როდესაც გუნდი იკავებს პირველ, მეორე ან მესამე საპრიზო ადგილს, რაც დამოკიდებულია შეჯიბრის ტიპზე. მწვრთნელის წარმატების მაჩვენებელი განისაზღვრება საუკეთესო შეჯიბრებით, რომელიც აჯილდოებს მის სპორტსმენებს. ჩემი კვალიფიკაცია დამოკიდებულია ჩემი სპორტსმენების მიერ მიღწეულ შედეგებზე. მქონდა განსაკუთრებული “გდების” ტექნიკა, რომლის წყალობითაც შევძელი არაერთი ჯილდო მომეპოვებინა. წლების განმავლობაში ამ ტექნიკას ჩემს მოსწავლეებს ვუზიარებდი.

 

a973e9cd 30be 4efa a93c d55f8fa3a039


გავხდი წლის მწვრთნელი 2015 და 2016 წლებში, ორი წლის განმავლობაში, რადგან ჩემმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ეს ახალი რეკორდია, რადგან მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი არავის მოუგია. ეს უნიკალური შემთხვევაა. მქონდა არაერთი გუნდური გამარჯვება, მათ შორის: 2014 წელს ევროპის ჩემპიონატზე მე-2 ადგილი ავიღეთ; 2015 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ ადგილზე გავედით; 2017 წელს, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დავიკავეთ; 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავედით და ა.შ.

 

zz1

zz2

 

zzz3

 

- რამდენად რთულია წარმატების მიღწევა თქვენს სფეროში?

 

- ჭიდაობაში ზოგადად ძალიან ძნელია წარმატების მიღწევა. ეს როგორც პირადად, სპორტული კარიერის დროს, ასევე, მწვრთნელობის დროს, რა თქმა უნდა, შრომატევადია. როგორც ჩემპიონობა, ასევე, ჩემპიონების აღზრდა ძალიან ძნელია. მაგრამ, ვთვლი, რომ ჩემს საყვარელ საქმიანობას ვაკეთებ და მსურს, რომ ჩემი ცოდნა მომავალ თაობას გავუზიარო, რათა წარმატებულები იყვნენ. 

სპორტში კი ყველაზე დიდი მოტივაცია დიდი შრომაა.

 

- როგორ არის განვითარებული საქართველოში ბერძნულ-რომაული ჭიდაობა?

 

- ბერძნულ- რომაული ჭიდაობა ზოგადად საქართველოში კარგადაა განვითარებული. მოგეხსენებათ პატარა ქვეყანა ვართ და ძალიან ბევრი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გვყავს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, საკმაოდ ბევრი წარმატება გვაქვს სპორტის ამ სახეობაში.

 

- რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

 

- ჩემი სამომავლო გეგმებია გავაგრძელო ჩემი საქმიანობა და რაც შეიძლება მეტი წარმატებული სპორტსმენი გაუზარდო ჩვენს ქვეყანას.

 

 

ავტორი: ნინო ოთარაშვილი

წაკითხვა 440 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 07 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.