,,პარიზის ოლიმპიადა ისტორიაში საუკეთესო შედეგით დავასრულეთ და 206 ოლიმპიურ გუნდს შორის 24-ე ადგილი დავიკავეთ"- შალვა პაპუაშვილი
"პარიზის ოლიმპიადა ისტორიაში საუკეთესო შედეგით დავასრულეთ და 206 ოლიმპიურ გუნდს შორის 24-ე ადგილი დავიკავეთ. მადლობა ჩვენს ოლიმპიელებს და ყველას ვინც ამ შედეგში თავისი წვლილი შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ ამ ისტორიული შედეგით ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ 18 ქვეყანას, ამასთან, ევროკავშირის 5-მა ქვეყანამ ვერცერთი მედალი ვერ მოიპოვა.
ბოლო წლებში, საქართველო როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე მმართველობის მაჩვენებლებით, რეიტინგების სტაბილური ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, რიგ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებითაც. ჩვენი ხალხის ნიჭიერებასთან ერთად, ოლიმპიადის ისტორიული შედეგი ამ განვითარების დამსახურებაცაა.
იმ ფონზე, როცა ოპოზიცია უცხოს დიდებით და ქართულის დაკნინებით არის დაკავებული, საქართველოს კი მხოლოდ სხვა ქვეყნების წყალობაზე მყოფ პერიფერიად ხედავს, ასეთი შედეგები აჩვენებს ყველას, შინ და გარეთ, რომ საქართველოს წინსვლა და ძლიერება ჩვენშივეა და რომ ამ ქვეყნის აწმყო ისეთივე ნათელია, როგორც მისი მომავალი.
ოპოზიციამ თავისი საფიცარი იფიცოს, ჩვენ კი ყველგან და ყოველთვის, გულში და საჯაროდ ვიმეოროთ #მეამაყებარომვარქართველი,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
სიახლეები
- სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდება კიდევ 16 პირს წაუყენეს
- “შიდა ტერორისტების მიმართ მხარდაჭერის მხილების შემდეგ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგებოდა” - შალვა პაპუაშვილი
- “პრეზიდენტმა ტრამპმა აჩვენა, რომ შეუძლია კრიზისის მართვა ახლო აღმოსავლეთში, იმედი მაქვს, ჩვენც მსგავს წარმატებას მივაღწევთ უკრაინისთვის” - ზელენსკი
- “ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ ომში და ჩვენ ამას დავასრულებთ, ვფიქრობ, კარგი პროგრესი გვაქვს” - ტრამპი