საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი 2010" ახალი 2024-2025 წლის სეზონისთვის ემზადება
საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი 2010" ახალი 2024-2025 წლის სეზონისთვის ემზადება.
მოთამაშეების სრული შემადგენლობა 26 აგვისტოდან ქალაქ ბათუმში ფიზიკურ მომზადებას გადიოდა.ბიჭები აქტიურად ემზადებიან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის.
ამ ეტაპზე კალათბურთელები ლატვიაში, ქალაქ - ვალმიერაში იმყოფებიან და იქ 4 ამხანაგურ თამაშს გამართავენ.
ლატვიიდან კი ანტალიაში გადაინაცვლებენ საკვალიფიკაციო ეტაპების სათამაშოდ.
ქუთაისის პირველი (მეოთხედფინალი) მეტოქე სლოვაკური “ლევიცე” იქნება და ამ წყვილს შორის მოგებული გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად ბრძოლას გააგრძელებს.
ქუთაისის ანგარიშზე უკვე 2 მოგებული თამაშია.
ლატვიური შეკრების პირველი გამარჯვება ლატვიის ვიცე ჩემპიონთან დაძაბულ მატჩში 86-92 იყო, მეორე წარმატებული შეხვედრა კი ესტონეთის "პანუსადასთან“ ჰქონდა გუნდს, თამაში 91-77, ისევ ქუთაისის მოგებით დასრულდა.
„ქუთაისი 2010-ს“ კიდევ 2 ამხანაგური მატჩი ელოდება წინ - 10 სექტემბერს ლატვიურ „ოგრეს“ ხოლო 12 სექტემბერს „ვალმეირას“ შეხვდებიან.
სიახლეები
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა
- "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა, თბილისში გადაიტანეს" - ელეონორა არჩაია
- ევროპის დღე ქუთაისში - 24-25 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები
- "თუ 11 წელი სასწავლო პროგრამისთვის საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12" - ირაკლი კობახიძე