,,ერთა ლიგაზე ორი ძლიერი ნაკრები დავამარცხეთ"- ხვიჩა კვარაცხელია
„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, კოჭი გადამიბრუნდა და ტკივილგამაყუჩებლით ვთამაშობდი. ამიტომ, ბოლომდე ვერ შევძელი, რისი გაკეთებაც მინდოდა”, – ასე ეხმაურება ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგაზე ალბანეთის დამარცხებას.
“მთავარია, ნაკრებმა გაიმარჯვა, მე კი რაც შემეძლო, მაქსიმუმი გავაკეთე. დანარჩენს დრო გვაჩვენებს და შევეცდებით, ასე გავაგრძელოთ. მთავარია, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და როგორც დავიწყეთ, ისე დავასრულოთ.
შეგვიძლია თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა? ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე თამაშისას და ახლაც დავამტკიცეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ერთა ლიგაზე ორი ძლიერი ნაკრები დავამარცხეთ. იმედია, დასახულ მიზანს მივაღწევთ.
გიორგი ჩაკვეტაძე უდიდესი ტალანტია და მასთან ერთად მოედანზე ყოფნა ჩემთვის კომფორტული და ძალიან სასიამოვნოა”, – აღნიშნა კვარაცხელიამ.
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
