„სპორტში ყველაზე დიდი მოტივაცია შრომაა“ - ალექსანდრე პატარქალაშვილის წარმატების ისტორია
თავისუფალი ჭიდაობა — ორთაბრძოლის სახეობაა, რომელიც სხვადასხვა სახის ილეთებს იყენებს (მოჭიდება, დაგდება, გადატრიალება, ფეხის დასმა, მოცელვა და სხვა.). სპორტის ამ სახეობაში ყოველი მონაწილე ცდილობს მოწინააღმდეგე ბეჭზე დააგდოს და მოიგოს.
თავისუფალ ჭიდაობაში ქართველებს ბევრი წარმატებული სპორტსმენი გვყავს. მათ შორის ერთ-ერთი ალექსანდრე პატარქალაშვილია, რომელსაც სპორტის ამ სახეობაში საქართველოში არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული.
2002 წ - საქართველოს პირველობა თ/ჭ ახალგაზრდებს შორის 69კგ | ადგილი 2002 წ - აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურნირი თ/ჭ 74 კგ | ადგილი
2002 წ - თენგიზ მაისურაძის რესპუბლიკური ტურნირი თ/ჭ 76 კგ | ადგილი
2003 წ - უნივერსიადა 2003 თ/ჭ 74 კგ ||| ადგილი
2003 წ - აზერბაიჯანი ბაქოს საერთაშორისო ტურნირი თ/ჭ 74 კგ ||| ადგილი
2003 წ - საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში 75 კგ ||| ადგილი
2003 წ - საქართველოს პირველობა ახალგაზრდებს შორის 74კგ ||| ადგილი
2004 წ - საქართველოს პირველობა ახალგაზრდებს შორის თ/ჭ 74 კგ | ადგილი 2006 წ - ვახტანგ ბალავაძეს თბილისის საერთაშორისო ტურნირი 74 კგ || ადგილი 2007 წ თურქეთის საერთაშორისო ტურნირი 74 კგ | ადგილი
2007 წ - სტეფან სარქისიანის საერთაშორისო ტურნირი 74 კგ ||| ადგილი
2007 წ - საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი ჭიდაობაში დიდებში 74 კგ | ადგილი.
ასევე, დიდი მიღწევები აქვს სამწვრთნელო კარიერში, საქართველოს ნაკრებში:
2017 წ - ბოსნია სარაევო U17 ევროპის პირველობა ჭაბუკებს შორის გუნდური 4 ადგილი;
2018 წ - ჩრდილოეთ მაკედონია სკოპიე U17 ევროპის პირველობა ჭაბუკებს შორის გუნდური || ადგილი;
2019 წ - იტალია ფაენზა U17 ევროპის პირველობა ჭაბუკებს შორის თ/ჭ გუნდური ||| ადგილი;
2019 წ - აზერბაიჯანი ბაქო U17 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გუნდური ||| ადგილი.
საკუთარი წარმატების შესახებ FirstNews.ge- თან თავად ალექსანდრე პატარქალაშვილმა ისაუბრა:
- ბავშვობიდანვე მიტაცებდა სპორტის ეს სახეობა - ჭიდაობა, შემდეგ უკვე დავკვალიანდი კარგად და 1990 წელს თავისუფალ ჭიდაობაზე მივედი. თავიდანვე თავისუფალი ჭიდაობის სწავლა დავიწყე, ვვარჯიშობდი და შესაბამისად წარმატებებიც მქონდა.
1997 წელს სპორტსკოლის ღია პირველობაზე უშანგი მოსაშვილის სახელობის 47 კილოში | ადგილი მოვიპოვე, იმავე წელს ტარიელ ალიბეგაშვილის ტურნირზე 47 კილოში ||| ადგილი, ასევე, თბილისის 51 სპარტაკიადაზე 45კგ | ადგილი.
1998 წელს სპორტსაზოგადოება შევარდენის 80 წლის მიძღვნილი ტურნირი 52კგ | ადგილი ავიღე.
1999 წელს საქართველოს დემოკრატიულ აღორძინების ტურნირზე 65კგ || ადგილი მოვიპოვე. შემდეგ უკვე სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზეც მომიწია გასვლა და მონაწილეობა.
- როგორ დაიწყეთ მწვრთნელის კარიერა?
- 2010 წელს დავასრულე სპორტული კარიერა და მას შემდეგ ჭიდაობის ფედერაციის, პრეზიდენტისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით შემომთავაზეს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელობა. მოგეხსენებათ, ამ ადგილას დიდი კონკურენცია იყო, რადგან ბევრი წარმატებული სპორტსმენია საქართველოში. რატომღაც მე ამირჩიეს და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად დავსაქმდი. 2010 წლიდან დღემდე კადეტთა თავისუფალი სტილით ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვარ და წარმატებული მოსწავლეები მყავს.
გუნდთან ერთად შესანიშნავი შედეგები დავდე, როგორიცაა: ოლიმპიური ოქრო პარიზში - 2024 წ, ოლიმპიური ვერცხლი ტოკიოში - 2020 წ, ოლიმპიური ბრინჯაო რიოში - 2016 წ, 3x ოქრო, 2x ვერცხლი, 3x ბრინჯაო მსოფლიოში.
ჩემს მოსწავლეებს შორის არიან : გენო პეტრიაშვილი - 2x ოქრო, 5x ვერცხლი, 3x ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე;
ავთანდილ კენჭაძე -მე-12 ადგილი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ვერცხლი მსოფლიო ჩემპიონატზე, 4x ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატი;
ელიზბარ ოდიკაძე - ოლიმპიური მე-5 ადგილი რიო 2016, ბრინჯაო მსოფლიო ჩემპიონატზე, 6x ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე და კიდევ რამდენიმე სპორტსმენი.
- რის გამო დაგნიშნეს ნაკრების მწვრთნელად?
- ზოგადად თავისუფალ ჭიდაობაში ბევრი ილეთი არსებობს. ამ ილეთებიდან გამომდინარე არჩევანი ჩემზე გაკეთდა. მქონდა კარგი ფეხში შესვლები, კარგი ჩობჯენი, კარგად ვაკეთებდი ჯვარს და სწორედ ამიტომ შემარჩიეს ნაკრების მწვრთნელად.
- რამდენად რთულია წარმატების მიღწევა თქვენს სფეროში?
- ჭიდაობაში ზოგადად ძალიან ძნელია წარმატების მიღწევა. ეს როგორც პირადად, სპორტული კარიერის დროს, ასევე, მწვრთნელობის დროს, რა თქმა უნდა, შრომატევადია. როგორც ჩემპიონობა, ასევე, ჩემპიონების აღზრდა ძალიან ძნელია. მაგრამ, ვთვლი, რომ ჩემს საყვარელ საქმიანობას ვაკეთებ და მსურს, რომ ჩემი ცოდნა მომავალ თაობას გავუზიარო, რათა წარმატებულები იყვნენ.
სპორტში კი ყველაზე დიდი მოტივაცია დიდი შრომაა.
- როგორ არის განვითარებული საქართველოში თავისუფალი ჭიდაობა?
- თავისუფალი ჭიდაობა ზოგადად საქართველოში კარგადაა განვითარებული. მოგეხსენებათ პატარა ქვეყანა ვართ და ძალიან ბევრი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გვყავს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, საკმაოდ ბევრი წარმატება გვაქვს სპორტის ამ სახეობაში.
- რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
- ჩემი სამომავლო გეგმებია გავაგრძელო ჩემი საქმიანობა და რაც შეიძლება მეტი წარმატებული სპორტსმენი გაუზარდო ჩვენს ქვეყანას.
ავტორი: ნინო ოთარაშვილი
სიახლეები
- ქუთაისის მერია აცხადებს კონკურსს - "ახალგაზრდული ინიციატივები"
- დავით ერემეიშვილი და გია ბასილაძე მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდნენ
- „საქართველოს წარმატება და ერთგულება გვაძლევს იმედს, რომ შესაძლებელია, მსოფლიო გათავისუფლდეს მალარიისგან”, – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი
- "პერსონალური ინფორმაციის გავრცელებას ან რაიმე ამგვარს ადგილი არ ჰქონია, აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი” – ლევან იოსელიანი
- "ვფიქრობ, გრენლანდიას მივიღებთ - ნამდვილად არ ვიცი, რა პრეტენზია აქვს დანიას მასზე" - დონალდ ტრამპი