"ეს დიდი მიღწევაა და ვამაყობ ჩვენი გუნდით" - ალექსანდრე პატარქალაშვილი ახალგაზრდული ნაკრების წარმატებების შესახებ

“2017 წ - ბოსნია სარაევო U17 ევროპის პირველობა ჭაბუკებს შორის გუნდური 4 ადგილი მოვიპოვეთ. 2018 წ - ჩრდილოეთ მაკედონია სკოპიე U17 ევროპის პირველობა ჭაბუკებს შორის გუნდური || ადგილი ავიღეთ. 2019 წელს- იტალია ფაენზა U17 ევროპის პირველობა ჭაბუკებს შორის თ/ჭ გუნდურ ||| ადგილზე გავედით/. 2019 წ - აზერბაიჯანი ბაქო U17 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გუნდური ||| ადგილი მოვიპოვეთ,”- ამის შესახებ Firstnews.ge- თან საუბარში სპორტსმენი ალექსანდრე პატარქალაშვილი აცხადებს.

დიახ, მის სპორტულ კარიერაში და შემდეგ უკვე მწვრთნელობის ამპლუაში უამრავი გამარჯვება ირიცხება. თავისუფალი ჭიდაობის - (სპორტის ამ სახეობით) ბავშვობის გატაცება, მან ჯერ საყვარელ საქმიანობად აქცია და შემდეგ უკვე წარმატების მწვერვალები დაიპყრო. ორგზის ოლიმპიური თამაშების მონაწილემ, ევროპის ვიცე-ჩემპიონმა და საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონმა საკუთარი სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, მოღვაწეობა მწვრთნელის ამპლუაში გააგრძელა.

 

8cc2cd55 6e70 4005 939d 7ebbaf12feed

 

„2021 წ - ბულგარეთი სამოკოვა U17 ევროპის პირველობა ჭაბუკებს შორის გუნდური ||| ადგილი ავიღეთ. 2022 წ - ბუქარესტი რუმინეთი U17 ევროპის პირველობა ჭაბუკებს შორის გუნდური ||| ადგილი მოვიპოვეთ. 2010 წლიდან დღემდე კადეტთა თავისუფალი სტილით ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვარ და წარმატებული მოსწავლეები მყავს.


გუნდთან ერთად შესანიშნავი შედეგები დავდე, როგორიცაა: გენო პეტრიაშვილის ოლიმპიური ოქრო პარიზში - 2024 წ, ოლიმპიური ვერცხლი ტოკიოში - 2020 წ, ოლიმპიური ბრინჯაო რიოში - 2016 წ, 3x ოქრო, 2x ვერცხლი, 3x ბრინჯაო მსოფლიოში.


ჩემს მოსწავლეებს შორის არიან:


ავთანდილ კენჭაძე -მე-12 ადგილი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ვერცხლი მსოფლიო ჩემპიონატზე, 4x ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატი;
ელიზბარ ოდიკაძე - ოლიმპიური მე-5 ადგილი რიო 2016, ბრინჯაო მსოფლიო ჩემპიონატზე, 6x ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე და კიდევ რამდენიმე სპორტსმენი,” -აღნიშნა ალექსანდრე პატარქალაშვილმა.

 

98bd906e d0f1 4c53 a2bb 0d570876340e

 

როგორც ის აცხადებს, ყოველი გამარჯვება მისთვის განსაკუთრებულ ემოციებთან ასოცირდება და უფრო მეტ მოტივაციას უჩენს, რომ სხვადასხვა გამარჯვებები მოიპოვოს.

 

„როგორც სპორტული კარიერის დროს, ასევე, მწვრთნელობის დროს, ეს საქმიანობა შრომატევადი და ასევე, ძალიან ძნელია ამ სფეროში წამატების მიღწევაც. მაგრამ, თუ სპორტსმენი მონდომებულია და გარკვეული მწვერვალების დაპყრობა სურს, საკუთარი შრომის შედეგად აუცილებლად მიაღწევს მას.

თავისუფალი ჭიდაობა ზოგადად საქართველოში კარგადაა განვითარებული. მოგეხსენებათ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ მიუხედავად ამის ძალიან ბევრი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გვყავს. ეს კი ამ მასშტაბის ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრი წარმატებაა.

ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეა გენო პეტრიაშვილი, რომელიც 2010 წლიდან მომყვება, ფაქტობრივად ერთად დავიწყეთ კარიერა და უკვე მისი არაერთი გამარჯვების მომსწრენი ვართ -2x ოქრო, 5x ვერცხლი, 3x ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე; მისმა გამარჯვებამ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ერთგვარი ფურორი მოახდინა.

 

2fdedb08 d8d0 4bb5 a760 e8abae60356c 1111

 

გენო პეტრიაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოქროს მედალი მოიგო. მან 125 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ირანის წარმომადგენელი ამირ ჰოსეინ ზარე დაამარცხა. გენომ მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 10:9 სძლია.

 

გენო პეტრიაშვილმა ტურნირზე გამოსვლა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც უკრაინელ სპორტსმენს, ოლექსანდრ ხოციანივსკის დაუპირისპირდა. ჩემმა მოსწავლემ შეხვედრა დამაჯერებლად, ანგარიშით 11:0 მოიგო.

 

ამის შემდეგ, მეოთხედფინალში, გენოს მეტოქე პოლონეთის წარმომადგენელი რობერტ ბარანი იყო. მან ეს შეხვედრაც დამაჯერებელი ანგარიშით, 9:2 მოიგო.

ნახევარფინალში კი პეტრიაშვილმა აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე გიორგი მეშვილდიშვილი დაამარცხა. გენომ ეს შეხვედრა ანგარიშით 7:0 მოიგო.

ოქროს მოპოვებამდე, გენო უკვე იყო ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი. გარდა ამისა, ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონია.

 

45ტტტტტ

 

ეს ჩემი და ჩემი მოსწავლეების ძირითადი გამარჯვებებია. ჩემთვის სწორედ, ეს არის დიდი მიღწევა და ვამაყობ ჩვენი გუნდით. მე კი მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მათ გავუზიარო, რათა მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება გვქონდეს,“- განაცხადა ჩვენთან საუბარში ალექსანდრე პატარქალაშვილი.

 

 

ავტორი: ნინო ოთარაშვილი

წაკითხვა 127 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 17 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.