,,იმედია, ამ წაგებიდან ბევრს ვისწავლით, მაგრამ ეს ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო"- ვილი სანიოლი
იმედია, ამ წაგებიდან ბევრს ვისწავლით. მაგრამ, ეს ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ალბანეთთან მარცხის შემდეგ განაცხადა.
„ზოგჯერ მარცხის შემდეგ ყველაფრის უარყოფითად დანახვა გვსურს, თუმცა ჩვენ ბურთსაც ვაკონტროლებდით და მეტი საგოლე შესაძლებლობაც გვქონდა. მიზეზი ალბათ ის არის, რომ საჯარიმოში არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით.
დღეს ძალიან შემტევი შემადგენლობა დავაყენეთ იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდით, ალბანეთი დაცვიდან ითამაშებდა. ფეხბურთელებს ახალი ტაქტიკა ცუდად არ მიუღიათ, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ, ამის გარეშე კი შედეგის მიღწევა შეუძლებელია.
იმედია, ამ წაგებიდან ბევრს ვისწავლით. მაგრამ, ეს ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო. მომავალში რა იქნება, ვნახოთ, წინ მსოფლიო ჩემპოიონატის შესარჩევი ციკლია. ვითარებიდან და მეტოქიდან გამომდინარე, სხვა ტაქტიკური ვარიანტები ყოველთვის უნდა გვქონდეს. შესაძლოა, ეს ან სხვა ტაქტიკა მომავალშიც გამოვიყენოთ.
ვფიქრობ, მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. ამიტომ სათადარიგოებში შემტევი პოტენციალის მქონე მოთამაშეები ნაკლებად დაგვრჩა. ეს მათი კრიტიკა არ არის. ქოჩორაშვილის პოზიციაზე სხვა მსგავსი ფეხბურთელი არ გვყავს და ამას უნდა შევეგუოთ – ამის გამო, სხვა ტაქტიკას და ფეხბურთელებს გამოვიყენებთ.
რაც შეეხება მიქაუტაძეს, მასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. მას მხარი უნდა დავუჭიროთ. მაგრამ ბოლო სანაკრებო თამაშებში ეტყობოდა, რომ უთამაშებელია. ეს მის საკლუბო კარიერასაც ეტყობა. თუმცა, იმედია, ვითარება შეიცვლება“, – განაცხადა ნაკრების მწვრთნელმა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ალბანეთთან მატჩში ანგარიშით 0-1 დამარცხდა.
სიახლეები
- სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- “სიტყვა “დამხობა” არ შეიძლება, მშვიდობიანი იყოს, დამხობა და მშვიდობა ერთმანეთს გამორიცხავს” – მდინარაძე
- “ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები” - მამუკა მდინარაძე
- “თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, ერთადერთი საფუძველი იმ სპეკულაციებისა, რაც გვესმის არის ამორალურობა, რომლის ფარგლებშიც გარკვეული პერსონალური, თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით საგამოძიებო ორგანოები რაღაცებს ვერ ამბობენ” - მამუკა მდინარაძე
- “ქვეყნის ტერიტორიის 20%-მდე ოკუპირებულია – თუ იმ პერიოდში, როდესაც ამ სამსახურს ვუხელმძღვანელებ, ყინული დაიძვრება და საბოლოოდ მიიყვანს ქვეყანას გამთლიანებამდე, არ არსებობს ადამიანი, რომელიც უბედნიერესი არ იქნება, მეც მათ რიცხვში ვარ” - მამუკა მდინარა