საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
იტალიაში, მილანსა და კორტინა დ'ამპეცოში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარმომადგენლებმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს ფიგურული ციგურაობაში.
ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში საქართველოსთვის ეს პირველი მედალია.
ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მეორე ადგილი დაიკავეს 221.75 ქულით. პირველი იყო იაპონელთა წყვილი, მირუ მიურა და რიუიჩი კიჰარა, მათ ოქროს მედლები 231.24 ქულით მოიპოვეს.
ბრინჯაოს დასჯერდნენ გერმანიის წარმომადგენლები მინერვა ფაბიენ ჰასე და ნიკიტა ვოლოდინი, რომლებსაც მსაჯებმა 219.09 ქულა არგუნეს.
სიახლეები
- ,,აქცია და მსვლელობა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება, ამის მიღმა რაღაცები გვქონდა დაგეგმილი და როგორ გამოვა, ვნახავთ"- ზურაბ ჯაფარიძე
- ძლიერი წვიმის შედეგად მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულებში საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დაიტბორა
- ლარის კურსი
- მაშველებმა მდინარეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
- ,,გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი მთავრობაში"- ირაკლი კობახიძე
